მუშაობა, ცხოვრება და მოგზაურობა ჩინეთსა და ტაილანდში


ბოლო დროს აზია ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად რეგიონად იქცა. აზიის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ინგლისური ენის მცოდნეებზე და შესაბამისად მასწავლებლებზეც. სწორედ ამიტომ, აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ჩინეთსა და ტაილანდში, სულ უფრო მეტი სერთიფიცირებული მასწავლებელი მიდის სამუშაოს საძებნელად.

მაღალი ხელფასი, დაბალი ფასები, სამუშაო ბენეფიტები, მოგზაურობა და გართობა ის მთვარი მიზეზებია, რაც  ჩინეთისა და ტაილანდის პოპულარობას განაპირობებს.
ამ ქვეყნებში მასწავლებლის ანაზღაურება 1500 დოლარიდან 5000 დოლარამდე მერყეობს. სამუშაო ადილები მრავლადაა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებსა და ბაღებში. ფასიც შესაბამისად განისაზღვრება. არის შემთხვევები, როდესაც სკოლები მასწავლებლებს უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, ჯანმრთელობის დაზღვევით და ბონუსებით.

მაღალ ხელფასთან ერთად ეს ქვეყნები იაფი ცხოვრებით გამოირჩევა სადაც, ყოველდღიური  საშუალო ხარჯები ბევრად ნაკლებია დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად ჩინეთსა და ტაილანდში მუშაობის პერიოდში შეძლებთ იცხოვროთ ხელგაშლილად, იმოგზაუროთ თავისუფალ დროს და ამავდროულად დააგროვოთ ფული მომავლისათვის.

ეს გამოცდილება არა მხოლოდ ფინანსურად წაგადგებათ არამედ კარიერულ წინსვლაშიც დაგეხმაერებათ. რეზიუმეში საერთაშორისო პრაქტიკა ნებისმიერ პოზიციაზე კონკურენტუნარიანს გაგხდით.  ჩინეთის შემთხვევაში თავადაც შეგეძლებათ შეისწავლოთ ახალი ენა – მანდარინი, რომელიც ჩინეთის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო პრაქტიკული ხდება.

მოგეხსენებათ, ჩინეთი მსოფლიოს უძველესი ქვეყანაა, მდიდარი კულტურითა და საოცარი ადგილებით, ხოლო ტაილანდი ცნობილია თავისი კუნძულებით და პლაჟებით. ამ ქვეყნებში მუშაობის შემთხვევაში  საშუალება გეძლევათ საკუთარი სახსრებით იმოგზაუროთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გაეცნოთ აზიის სხვა კულტურებს.

თუ დაინტერესდით და გსურთ დასაქმდეთ ჩინეთსა და ტაილანდში ამისათვის საჭიროა მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნა და სურვილი, დანარჩენში Staracademy დაგეხმარებათ! ეს ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს კანადის ყველაზე მსხვილ ინგლისურენოვან პლათფორმასთან  Global TESOL College და გასცემს TESOL (Teacher of English to Speakers of Other Languages)-ის სერტიფიკატს. ამ სერტიფიკატით უფლებამოსილი ხართ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ასწავლოთ ინგლისური. Staracademy მოგიძებნით სამსახურს, დაგაკავშირებთ დამსაქმებელთან და თქვენი მეგზური იქნება კარიერულ განვითარების გზაზე!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *