რა არის TESOL ?

Teaching English To Speakers of Other Languages – ამგვარად იშიფრება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ინგლისური ენის სერთიფიკატის სახელი, რომელსაც Global Tesol College Canada გასცემს. ამ საერთშორისო ორგანიზაციის მიზანია მოამზადოსს პროფესიონალი ინგლისური ენის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ასწავლონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ინგლისური.

ტესოლის სასერთიფიკატო პროგრამა შედგება 120 საათიაინი ინტენსიური კურსისგან, რომელიც უკვე გაიარა 50 000-ზე მეტმა ადამიანმა და წარმატებით მუშაობენ დიდი ბრიტანეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებსა თუ აკადემიურ დაწესებულებებში.

ამ სერთიფიკატის აღება საქართველოში Star Academy-ის დახმარებით შეგიძლიათ, რომელიც Gobal TESOL-ის ოფიციალური პარტნიორია. სასერთიფიკატო კურსი დისტანციურია და ონლაინ რეჟიმში წარიმართება, ტესოლის აკრედიტირებული მასწავლებლების მიერ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის გავლის პერიოდი ინდივიდუალურია და თქვენს მონდომებასა და უნარიანობაზეა დამოკიდებული.

კურსი ორი ნაწილისაგან შედგება, პირველი ნაწილი სწავლების მეთოდოლოგიას შეეხება, ხოლო მეორე ნაწილში ირჩევთ სპეიალიზირებულ კურსს, იმის მიხედვით თუ რა სახის ინგლისური გსურთ ასწავლოთ მომავალში. ნებისმიერი სპეციალიზირების შემთხვევაში, კურსის დასასრულს შეძლებთ:

  • გაარჩიოთ ფუნდამენტური ლინგვისტური თეორიები და დაუკავშიროთ ისინი სწავლების ეფექტურ მეთოდებს
  • სრულყოფილად შეისწავლოთ ინგლისური ენის სტურქტურა და ამ ცოდნის საფუძველზე ასწავლოთ გრამატიკა
  • განსაზღვროთ ლექსიკის, კითხვის და წერის სწავლების მთავარი სტრატეგიები
  • შეადგინოთ  სასწავლო კურიკულუმი და პროფესიონალურად შეაფასოთ მოსწავლეების უნარები


პროგრამით მიღებული გამოცდილება საშუალებას მოგცემთ შეძენილი უნარები და შესწავლილი მეთოდოლოგიები მოარგოთ ნებისმიერ სტუდენტს, ნებისმიერ ქვეყანაში და ვითარებაში.  სერთიფიკატის მიღების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში Star Academy დაგეხმარებათ ჩინეთსა ან ტაილანდში სამსახურის მოძიებაში, ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *