სტარაკადემის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

კომპანია სტარაკადემის წარმომადგენლები 6 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. 

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა თელაველ სტუდენტებს გააცვნეს მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები. ისაუბრეს საზღვარგარეთ მუშაობის, მოგზაურობისა და სტაჟირების შესაძლებლობებზე.