სტარაკადემის წარმომადგენლების შეხვედრა ღია უნივერსიტეტის სტუდენტებთან

2018 წლის 26 ოქტომბერს, კომპანია სტარაკადემის წარმომადგენლები თბილისის ღია უნივერსიტეტს ეწვივნენ და სტუდენტებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროგრამა Work and Travel USA-ზე, რომლის საშუალებითაც ქართველ სტუდენტებს ეძლევათ შანსი, გაემგზავრონ ამერიკის შეერთებულ შტატებში საზაფხულო სამუშაოებზე და იმოგზაურონ ამერიკაში.