მუშაობა, ცხოვრება და მოგზაურობა ჩინეთსა და ტაილანდში


ბოლო დროს აზია ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად რეგიონად იქცა. აზიის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ინგლისური ენის მცოდნეებზე და შესაბამისად მასწავლებლებზეც. სწორედ ამიტომ, აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ჩინეთსა და ტაილანდში, სულ უფრო მეტი სერთიფიცირებული მასწავლებელი მიდის სამუშაოს საძებნელად.

მაღალი ხელფასი, დაბალი ფასები, სამუშაო ბენეფიტები, მოგზაურობა და გართობა ის მთვარი მიზეზებია, რაც  ჩინეთისა და ტაილანდის პოპულარობას განაპირობებს.
ამ ქვეყნებში მასწავლებლის ანაზღაურება 1500 დოლარიდან 5000 დოლარამდე მერყეობს. სამუშაო ადილები მრავლადაა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებსა და ბაღებში. ფასიც შესაბამისად განისაზღვრება. არის შემთხვევები, როდესაც სკოლები მასწავლებლებს უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, ჯანმრთელობის დაზღვევით და ბონუსებით.

მაღალ ხელფასთან ერთად ეს ქვეყნები იაფი ცხოვრებით გამოირჩევა სადაც, ყოველდღიური  საშუალო ხარჯები ბევრად ნაკლებია დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად ჩინეთსა და ტაილანდში მუშაობის პერიოდში შეძლებთ იცხოვროთ ხელგაშლილად, იმოგზაუროთ თავისუფალ დროს და ამავდროულად დააგროვოთ ფული მომავლისათვის.

ეს გამოცდილება არა მხოლოდ ფინანსურად წაგადგებათ არამედ კარიერულ წინსვლაშიც დაგეხმაერებათ. რეზიუმეში საერთაშორისო პრაქტიკა ნებისმიერ პოზიციაზე კონკურენტუნარიანს გაგხდით.  ჩინეთის შემთხვევაში თავადაც შეგეძლებათ შეისწავლოთ ახალი ენა – მანდარინი, რომელიც ჩინეთის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო პრაქტიკული ხდება.

მოგეხსენებათ, ჩინეთი მსოფლიოს უძველესი ქვეყანაა, მდიდარი კულტურითა და საოცარი ადგილებით, ხოლო ტაილანდი ცნობილია თავისი კუნძულებით და პლაჟებით. ამ ქვეყნებში მუშაობის შემთხვევაში  საშუალება გეძლევათ საკუთარი სახსრებით იმოგზაუროთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გაეცნოთ აზიის სხვა კულტურებს.

თუ დაინტერესდით და გსურთ დასაქმდეთ ჩინეთსა და ტაილანდში ამისათვის საჭიროა მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნა და სურვილი, დანარჩენში Staracademy დაგეხმარებათ! ეს ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს კანადის ყველაზე მსხვილ ინგლისურენოვან პლათფორმასთან  Global TESOL College და გასცემს TESOL (Teacher of English to Speakers of Other Languages)-ის სერტიფიკატს. ამ სერტიფიკატით უფლებამოსილი ხართ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ასწავლოთ ინგლისური. Staracademy მოგიძებნით სამსახურს, დაგაკავშირებთ დამსაქმებელთან და თქვენი მეგზური იქნება კარიერულ განვითარების გზაზე!

ზაფხულის არდადეგები აშშ-ში – როგორ და რატომ – 7 მიზეზი

გიოცნებიათ ისეთ სრულყოფილ ზაფხულზე, როდესაც ერთდროულად შეძლებდით მუშაობას, მოგზაურობას, გართობასა და ცოდნის ამაღლებას?
ბევრმა არ იცის, რომ ამ ოცნების ასრულება Work and Travel-ის დახმარებით არის შესაძლებელი. Work and Travel  მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებში.
საქართველოში Work and Travel პროგრამებით სარგებლობა Staracademy-ის დახმარებით შეგიძლიათ. ეს კომპანია 1-3 კურსის სტუდენტებს სთავაზობს მუშაობისა და მოგზაურობის გამოცდილებას ამერიკის შეერთებულ შტატებში.
თუ აქამდე არ გიფიქრიათ საზღვარგარეთ მუშაობასა და მოგზაურობაზე, გთავაზობთ 7 მიზეზს, თუ რატომ უნდა გადადოთ ყველაფერი და გახდეთ ამ პროგრამის მონაწილე:

 

1. მოგზაურობა ხანგრძლივი პერიოდით:

მოგზაურობა ხშირ შემთვევაში მთავარი მიზეზია, თუ რატომ ირჩევენ სტუდენტები Work and Travel-ს. მოგზაურობა და დასვენება გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ წინასწარ გვიწევს იმ თანხის მოგროვება, რომელიც საზღვარგარეთ თვალის დახამხამებაში გვეხარჯება. ახლა კი წარმოიდგინეთ, სიტუაცია, როცა თქვენი სამოგზაურო ბიუჯეტი არა თუ ქრება არამედ იზრდება! რა თქმა უნდა, ეს საშუალებას გაძლევთ უფრო დიდი ხანი დაჰყოთ ქვეყანაში, გაერთოთ, დაისვენოთ და ეკონომიაც ცოტა ხნით დაივიწყოთ.

2. ახალი უნარ-ჩვევები: 

დიდი შანსია, რომ ის სამუშაო, რომელსაც გაცვლითი პროგრამის დროს შეასრულებთ განსხვავებული იყოს თქვენი პროფესიისგან. Work and Travel უამრავ შესაძლებლობას გთავაზობთ: დაწყებული სამუშაოებით სასტუმროებში, დამთავრებული ეროვნული პარკებით. ეს მრავალფეროვნება შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ, შეიძინოთ ახალი უნარები ან თუნდაც აღმოაჩინოთ საოცნებო პროფესია.მათთვის, ვისაც უკვე გაკეთებული გაქვთ კარიერული არჩევანი და მათთვის,  ვინც ჯერ კიდევ ძიების პროცესშია Work and Travel საუკეთესო გზაა ცოდნის გაღრმავებისა და ახალი აღმოჩენებისაკენ!

3. კომფორტის ზონიდან გამოსვლა:

მარტო მოგზაურობა და უცხო ქვეყანაში მუშაობა თავისთავად გულისხმობს საკუთარი კომფორტის ზონის დატოვებას, სირთულეებთან გამკლავებასა და ახალ გარემოსთან შეგუებას. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს გამოცდილება სავსეა გამოწვევებით: აუცილებლად მოგიწევთ შეეგუოთ განსხვავებულ სისტემას, ახალ წესებსა და დაძლიოთ ენის ბარიერი. ეს შესაძლოა, ერთი შეხედვით სასიამოვნოდ არ ჟღერს, მაგრამ, დამიჯერეთ, ამ პატარა დაბრკოლებების  გადალახვა დაგეხმარებათ გახდეთ მეტად გაბედულები და სიახლეების მიმართ გახსნილები.

4. თავდაჯერებულობა:

კომფორტის ზონის დატოვება, სირთულეების გადალახვა და ახალ გარემოსთან ადაპტაცია აუცილებლად აგიმაღლებთ წარმოდგენებს თქვენს შესაძლებლობებზე. საკუთარ თავში აღმოაჩენთ უამრავ დადებით თვისებას, შესაბამისად გახდებით მეტად მიზანსწრაფულები და  დაძლევთ იმ ეჭვებს, რომლებიც აქამდე ხელს გიშლიდათ მიზნების განხორციელებაში.   საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება აგიმაღლებთ თვითშეფასებას და დაგარწმუნებთ იმაში, რომ ცხოვრებაში იმაზე მეტის მიღწევა შეგიძლიათ, ვიდრე აქამდე წარმოგედგინათ!

5. ახალი მეგობრები:

საზღვარგარეთ მუშაობა და მოგზაურობა ნამდვილად საუკეთსო გზაა მეგობრების შესაძენად. პირველ რიგში სამუშაო გარემო საშუალებას მოგცემთ აქტიური კონტაქტი გქონდეთ  მრავალი ეროვნების ადამიანთან. ეს პროგრამა გაკავშირებთ ისეთ ადამიანებთან, რომებიც თქვენთან იზიარებენ საერთო ინტერესებსა და მიზნებს. Work and Travel-ის მონაწილეები ხშირად აღნიშნავენ, რომ იქ შეძენილ მეგობრებთან გატარებული ყოველი სამუშაო საათიც კი მათთვის დაუვიწყარი და ფასდაუდებელია.

6. ახალი კულტურის გაცნობა:

მოგზაურობისას, ძალიან მნიშვნელოვანია განსხვავებული კულტურის ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, რომელთაც სამყაროს განსხვავეული ხედვა აქვთ. ასეთ გარემოში გუნდური მუშაობა არაჩვეულებრივი გზაა გადალახოთ კულტურული ბარიერები და თავად გახდეთ მათი ყოველდღიურობის ნაწილი. შეძლებთ  ქვეყანას გაეცნოთ არა როგორც ტურისტი, არამედ იმ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ეს კი თავისთავად დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ კულტურული სტერეოტიპებისგან და გახდეთ მეტად ტოლერანტულები.

7. გარემოს შეცნობა:

მოგზაურობის ტრადიციული გზებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში დიდი ხანი გიწევთ ერთ ადგილზე ყოფნა. ჩვეულებრივი ტურისტისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში საშუალება გეძლევათ უკეთ გამოიკვლიოთ გარემო, ცნობილი ტურისტული დანიშნულებების გარდა დაათვალიეროთ ადგილობრივების თავშეყრის ადგილები, ჩაერთოთ მათ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში, დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები და თავად ისწავლოთ მათი დამზადება.
თუ დაინტერესდით და გსურთ საკუთარ თავზე გამოსცადოთ Work and Travel ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე.