8 ნაბიჯი დაუვიწყარი ზაფხულისაკენ

თუ უკვე გადაწვიტე მონაწილეობის მიღება Work and Travel-ის პროგრამაში და მზად ხარ თავგადასავლებითა და ახალი გამოცდილებებით აღსავსე ზაფხულისათვის, მაშინ დროა Star Academy-ს დაუკავშირდე და გადადგა 8 ნაბიჯი საოცნებო ზაფხულისაკენ:


1. რეგისტრაცია
რეგისტრაცია ამ პროცესის პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპია. რეგისტრაციისათვის საჭიროა შეხვიდე Star Academy-ის საიტზე – www.staracademy.ge და შეიყვანო საკონტაქტო ინფორმაცია, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან.

2. გასაუბრება
რეგისტრაციის შემდეგ Star Academy-ის წარმომადგენლებთან გაივლი გასაუბრებას, სადაც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან პროგრამის შესახებ და შეამოწმებენ შენი ინგლისურის დონე

3. კონტრაქტის გაფორმება
გასაუბრებს წარმატების გავლის შემთხვევაში გააფორმებ ხელშეკრულებას Star Academy-სთან. ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღის კი გადაიხი სარეგისტრაციო მოსაკრებელს.

4. სამსახურის მოძიება
ამ ეტაპზე სტარ აკადემის დახმარებით დარეგისტრირდები საერთაშორისო სისტემაში, სადაც განთავსებულია პროგრამისთვის ხელმისაწვდომი სამუშაოები.  შენი CV-ისა და მოთხოვნილებების საფუძველზე ამ სისტემიდან აირჩევა თქვენს სურვილებზე მორგებული სამსახური.

5. გასაუბრება დამსაქმებელთან
მას შემდეგ რაც სისტემიდან სამუშაოს აარჩევთ, დაინიშება გასაუბრება დამსაქმებელთან ონლაინ რეჟიმში. ამ გასაუბრებაზე შესაძლებლობა გაქვს გაიგო  ყველაფერი დამსაქმებლისა და სამუშაოს შესახებ.

6. დოკუმენტაციის უზრუველყოფა
სამუშაოს არჩევის შემდეგ დროა გაფორმდეს ხელშეკრულება დამსაქმებელთან. შრომით ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება სამუშაოსთან დაკავშირებული ყველა დეტალი, ხელასი, სამუშაო საათები და ა.შ.

7. ვიზაზე განაცხადის შეტანა
დამსაქმებელთან ხელშეკრულების გაფორმება სამუშაოს ძიების ბოლო ეტაპია. საჭიროა მხოლოდ ვიზისათვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და საელჩოში განაცხადის გაკეთება.

8. გამგზარება!
მას შემდეგ რაც, საელჩოდან დადებით პასუხს მიიღებთ, ისღა დაგრჩენიათ შეიძინოთ ბილეთი, ჩაალაგოთ ჩემოდნები და გაემგზავროთ ცხოვრების დაუვიწარ მოგზაურობაში!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *