თუ გსურს გაატარო 1 წელი გერმანიაში, იმუშაო გერმანულ ოჯახში დამხმარედ, აიღო პასუხისმგებლობა ბავშვების მოვლაზე, ამავდროულად, ისწავლო კოლეჯში და გაეცნო გერმანულ კულტურას, ეს პროგრამა შენთვისაა!
პროგრამაში ჩასართველად აუცილებელია:
- ფლობდეთ გერმანულ ენას მინიმუმ A1 დონეზე (უკეთ ცოდნა დაგეხმარებათ მასპინძელი ოჯახის სწრაფად მოძებნაში);
- უნდა იყოთ 18-26 წლის;
- გაგაჩნდეთ ბავშვების მოვლის გამოცდილება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გიყვარდეთ ბავშვები.
პროგრამაში მონაწილეობის პერიოდში მასპინძელი ოჯახი:
- გაძლევთ ჯიბის ფულს თვეში 260 ევროს ოდენობით;
- გიხდით გერმანული ენის კურსების ღირებულებას თვეში 50 ევროს ოდენობით;
- გიხდით 25 ევროს ტრანსპორტირებისთვის;
- უზრუნველგყოფთ საცხოვრებლით, საკვებით, ჯანმრთელობის დაზღვევით.
- ოჯახი ასევე იხდის სავიზო მომსახურეობის საფასურს და ავია-ბილეთების ღირებულებას.
სტარაკადემი გერმანულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად გეხმარებათ საბუთების შეგროვებასა და ოჯახის მოძებნაში.
კომპანიის მომსახურეობის ღირებულება არის 150 ევრო.