Au Pair USA

თუ  გსურს გაატარო 1 წელი ამერიკაში, იმუშაო ამერიკელ ოჯახში დამხმარედ, აიღო პასუხისმგებლობა ბავშვების მოვლაზე, ამავდროულად, ისწავლო კოლეჯში და გაეცნო ამერიკულ კულტურას, ეს პროგრამა შენთვისაა!

პროგრამაში ჩასართველად აუცილებელია:

  1. ფლობდეთ ინგლისურ ენას მინიმუმ არანაკლებ B1 (Intermediate ) (უკეთ ცოდნა დაგეხმარებათ მასპინძელი ოჯახის სწრაფად მოძებნაში). ცოდნა მოწმდება პირადად ზეპირი გასაუბრებით, სერთიფიკატი არ მოითხოვება;
  2. უნდა იყოთ 18-26 წლის;
  3. აუცილებელია გქონდეთ მართვის მოწმობა და მანქანის მართვის  გამოცდილება;
  4. გაგაჩნდეთ ბავშვების მოვლის გამოცდილება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გიყვარდეთ ბავშვები.

პროგრამაში მონაწილეობის პერიოდში მასპინძელი ოჯახი:

  1. ყოველკვირეულად არანაკლებ 194 აშშ დოლარის ოდენობის ხელფასის გადახდას;
  2. კოლეჯის ხარჯის დაფინანსებას 500$-ის ოდენობით;
  3. უზრუნველგყოფთ საცხოვრებლით, საკვებით.

კვირაში უფლება გაქვთ იმუშაოთ მაქსიმუმ 45 სთ (კვირაში 5 – 5.5 დღე და არაუმეტეს 10 სთ დღეში). დასასვენებლად გათვალისწინებულია თვეში ერთი შაბათ-კვირა და წლის განმავლობაში ერთი 2 კვირიანი ანაზღაურებადი შვებულება.

პროგრამის ღირებულება:

პროგრამის ღირებულება შეადგენს 990 აშშ დოლარს, რომელშიც შედის:

  • სარეგისტრაციო მოსაკრებელი;
  • პროგრამაში მონაწილეობის ღირებულება ;
  • ვიზისთვის საჭირო დოკუმენტების დამზადების ხარჯები ;
  • ტრენინგი ნიუ-ჯერსიში;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • ორმხრივი ავიაბილეთები;

ღირებულებაში არ შედის სავიზო მოსაკრებელი 160 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც იხდით საელჩოში.