10 ადგილი, რომელიც უნდა მოინახულოთ აშშ-ში მოგზაურობისას

მოდი თვალი გადავავლოთ 10 ადგილს შეერთებულ შტატებში, რომელიც ყველამ უნდა ნახოს 

INSIDER-ი მოგზაურებს ამ საუკეთესო ადგილების ათეულს აცნობს. 👍😍

10. ჰარვარდის უნივერსიტეტი – აშშ-ის უძველესი უნივერსიტეტი კემბრიჯში (მასაჩუსეტსის შტატი), დაარსდა 1636 წელს.ჰარვარდი ლიდერობს მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში. 📕📚

9. მაგიური ბაღი ფილადელფიაში პენსილვანიის შტატში. იქ გამოფენილი უნიკალური ნამუშევრები დამთვალიერებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.🌼🌺🐞

8. მილენიუმის პარკი- საზოგადოებრივი პარკი ჩიკაგოში, აშშ, ტბა მიჩიგანის სანაპიროსთან. სანახაობათა შორისაა კლაუდ გეიტი, კრაუნის შადრევანი, ჯეი პრიცკერის პავილიონი, ლურის ბაღი და სხვა. პარკი საფეხმავლო ხიდებით დაკავშირებულია გრანტ პარკის სხვა ნაწილებთან.🛴

7. ტბა George ნიუ-იორკში-ამერიკელები ტურისტებს ურჩევენ აუცილებლად ეწვიონ ტბას, გაისეირნონ მასზე ნავით და დატკბნენ მზის სხივებით. 🛶🌞

6. ტექსასში სტუმრობა და იქაური ბარბიქიუს გასინჯვა ისაა, რაც ამერიკაში ჩასვლისას აუცილებლად უნდა გააკეთოთ. 👌

5. ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროები სანახავი ადგილების სიაში აუცილებლად უნდა შეიტანოთ. ამ ადგილებში სერფინგი კი დაუვიწყარ მოგონებად იქცევა. 🏄‍♀️🏄‍♂️🌊

4. მარკ ტვენის სახლმუზეუმი – აქ შეგიძლიათ მწერლის ნივთები დაათვალიეროთ და მის შემოქმედებას კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი. 💗

3. ვირჯინიაში, უილიამსბურგში სტუმრობისას კი თქვენ წარსულში აღმოჩნდებით. ფართო ქუჩები და ძველებური შენობები ამ შეგრძნებას კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ.🎩🌟

2. სამხრეთ დაკოტა კი ბუნების არაჩვეულებრივ ქმნილებას შემოგთავაზებთ – ნაციონალური პარკის ნახვისას სუნთქვა აუცილებლად შეგეკვრებათ. 👍

1. ვაშინგტონის მრავალფეროვანი მუზეუმები – ეროვნული საჰაერო და კოსმოსური მუზეუმი, აფრიკის ამერიკული ისტორიისა კულტურის ეროვნული მუზეუმი და ა.შ. აქ ბევრ საოცარ ექსპონანტს გადააწყდებით.

ავტორი: სოფო მირაშვილი