Do’s and Don’ts in USA

სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დაგეგმისას, აუცილებელია გავეცნოთ ამ ქვეყნების კულტურასა და წესებს და გავითვალისწინოთ გარკვეული ფაქტორები, რაც ჩვენს თავგადასავალს უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის.  გვინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე რჩევა, თუ რა უნდა გააკეთოთ და რა არ უნდა გააკეთოთ ამერიკაში მოგზაურობის დროს 🗺🗺

 ნუ ეცდებით ნახოთ და გააკეთოთ ყველაფერი ერთად

ამერიკის შეერთებული შტატები არის გაცილებით დიდი, ვიდრე კონტინენტური ევროპა. ხშირად უცხოელი მოგზაურები ცდილობენ მოკლე დროში, ერთ ვიზიტზე მოინახულონ ნიუ იორკი, ვაშინგტონი, მაიამი და ლოს ანჯელესი. ასე დაგეგმილი ტური ძალიან ღლის მოგზაურს და იწვევს მის ფიზიკურ თუ ემოციურ გადატვირთვას 😩😩

 საუკეთესო გზა შტატების მოსანახულებლად არის რომელიმე კონკრეტულ რეგიონზე ფოკუსირება და მისი საფუძვლიანად მონახულება. მოგზაურებს შეუძლიათ აირჩიონ აღმოსავლეთ სანაპირო, დასავლეთ სანაპირო, სამხრეთ-აღმოსავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის, ჩრდილო- დასავლეთის ან შუა-დასავლეთის შტატები, მათი ინტერესების სფეროდან გამომდინარე.

 ნუ იფიქრებთ, რომ ყველგან შეგიძლიათ მოწიოთ

მოწევის საწინააღმდეგო ზომები ბევრ ქვეყანაში გატარდა, თუმცა მათ შორის შეერთებული შტატები ყველაზე მკაცრად უდგება საკითხს. დიდ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ იორკი, სან ფრანცისკო, ლოს ანჯელესი, სიეტლი, ჩიკაგო, მოწევა აკრძალულია ბარებში, კლუბებში, რესტორნებში და თითქმის ყველა შენობა-ნაგებობაში. საყურადღებოა, რომ კალიფორნიაში მოწევა აიკრძალა სანაპიროებზე, საჯარო პარკებში, ჯანდაცვის ობიექტებსა და კერძო რეზიდენციების ტერიტორიებზე, ასე რომ ყურადღებით 🚭🚭

 იყავით პუნქტუალურები 

ამერიკაში დიდ უპაატივცემულობად მიიჩნევა დაგვიანება. როდესაც შეხვედრა დანიშნული გაქვთ 8 საათზე, აუცილებელია მიბრძანდეთ ზუსტ დროს, ან რამოდენიმე წუთით ადრე. იქ არ არსებობს “ქართული დროით” 8 საათი 

 ნუ გამოიყენებთ ამერიკულ “სლენგს”

მიუხედავად იმისა, თუ რა გინახავთ ჰოლივუდურ ფილმებში, უნდა იცოდეთ, რომ ამერიკელები სერიოზულად აღიქვამენ თქვენს საუბარს. კონკრეტული რასისა თუ ეთნიკური ჯგუფის მიმართ გამოთქმული ფრაზები შესაძლოა შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს მათთვის. ამიტომ, უმჯობესია ისაუბროთ სლენგების გარეშე, თუ მოსაუბრეები თქვენი მეგობრები არ არიან.

 დაემორჩილეთ საგზაო მოძრეობის ნიშნებს და წესებს

ამერიკაში საგზაო მოძრაობისა და პარკინგის წესების დაცვა მკაცრად არის მოთხოვნილი კანონით და მათი აღსრულებაც მკაცრად მიმდინარეობს, ამიტომ ყურადღებით იყავით 🚗🚗🚦🚦

 ნუ გამოიყენებთ მეტრულ სისტემას 📏📏

ამერიკაში ჩასვლისას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა გრადუსის, კილომეტრისა და კილოგრამის ნაცვლად ფარენჰეიტის, მილის და ფუნტის გამოყენებაა, ასე რომ, მოემზადეთ 💪💪

 იყავით თავაზიანები, გაიღიმეთ და ისიამოვნეთ თქვენი მოგზაურობით 😊😊

ავტორი: მარიამ კოშაძე