Music Summer Fests in USA

💥📢🎵გთავაზობთ 2018 წელს აშშ-ში დაგეგმილი იმ გრანდიოზული მუსიკალური ფესტივალების ჩამონათვალს, რომელთა ჩატარების დროც ჩვენი პროგრამის პერიოდს ემთხვევა:

🎆SUMMERFEST
27 ივნისი – 1 ივლისი, 3-8 ივლისი.
🌐მილოუკი, ვისკონსინი.

უდიდესი მუსიკალური ფესტივალი ტბა მილოუკის ნაპირზე, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1968 წელს. 1999 წელს “გინესის რეკორდების წიგნში” შევიდა, როგორც ყველაზე ხალხმრავალი ფესტივალი.

💥მონაწილეები: Imagine Dragons, Halsey, Shawn Mendes, The Weeknd, Steven Tyler, Pixies, Foster The People, The Neighbourhood და სხვები.

🎆ELECTRIC FOREST
21-24 ივნისი; 28 ივნისი – 1 ივლისი.
🌐ოშეანას ოლქი, მიჩიგანი.

რვა დღიანი მულტი ჟანრული ივენთი მიჩიგანში, სოფელ როთბურში ტარდება და აქცენტს აკეთებს ელექტრონულ და ჯემ-ბენდის ჟანრზე. 2017 წელს ელექტრონული მუსიკის დაჯიდოვებაზე ELECTRIC FOREST წარდგენილი იყო “წლის ფესტივალის“ ნომინაციაზე.

💥მონაწილეები: String Cheese Incident, Bassnectar, Marshmello, GRIZ, Galantis, და ხვები.

🎆PANORAMA
27-29 ივლისი.
🌐ნიუ-იორკი.

ეს ფესტივალი არაჩვეულებრივი გამოსავალია მათთვის, ვინც ვერ მოახერხა Coachella-ზე დასწრება. ორივე მათგანის ორგანიზატორია კომპანია Goldenvoice, რომელიც 2018 წლის ყველაზე ინოვაციური კომპანიების ათეულში მოხვდა.

💥მონაწილეები: The Weeknd, Janet Jackson, The Killers, Cardi B, The XX, The War on Drugs და სხვები.

🎆MO POP FESTIVAL
28-29 ივლისი.
🌐დეტროიტი, მიჩიგანი.

ფესტივალი სცენას უთმობს როგორც უკვე კარგად ნაცნობ, ასევე ახალბედა მუსიკოსებსაც პოპის, ალტერნატიული როკისა და ჰიპ-ჰოპის ჟანრში. გრანდიოზულ კონცერტზე დასწრებასთან ერთად შეძლებთ ადგილობრივი სასმელებისა და კერძების დაგემოვნებას.

💥მონაწილეები: Bon Iver, The National, Portugal. the Man, Vince Staples, Highly Suspect, Daniel Caesar, Billie Eilish, და სხვები.

🎆ELECTRIC ZOO
31 აგვისტო – 2 სექტემბერი.
🌐ნიუ-იორკი.

ფესტივალი იწვევს საერთაშორისო დონის შემსრულებლებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და საინტერესო პროგრამას გთავაზობთ ზაფხულის სასიამოვნოდ დასამთავრებლად. Electric Zoo-მ 2010, 2011, 2012 და 2013 წლებში მიიღო International Dance Music Awards-ის ჯილდო “საუკეთესო მუსიკალური ღონისძიების” ნომინაციაში.

💥მონაწილეები: Kaskade, Marshmello, Martin Garrix, Tiësto, Virtualself, 12th Planet და სხვები.

ავტორი: ნინი ბარნოვი

 

One thought on “Music Summer Fests in USA

Leave a Reply

Your email address will not be published.