პირველი ამერიკელი მეგობარი

ისეთივე თავისუფალი, ენერგიული და ქაოსურია კეროლაინი (ჩემი roommate) როგორც ამერიკულ ფილმებში. ტრადიციულად, უყვარს გართობა და ღამის ცხოვრება (გიჟდება კახურ ღვინოზე და სულგუნზე). ერთადერთი, რაც არასდროს ეზარება, არის ჭამა. თუმცა, საოცრად გაოგნებული ვარ მისი მეგობრული განწყობით და მზრუნველობით. პირველივე დღიდან დიდი სიამოვნებით დაგვყვება საშოპინგოდ და ქალაქის დასათვარიელებლად. დაგვპატიჟა მშობლების სახლშიც (თუმცა ქართულ სუფრას ამერიკულმა ცხადია ვერ აჯობა). გაგვაცნო უსაყვარლესი ოჯახის წევრები და ძაღლი, რომელიც მთლად სტუმართმოყვარეობით არ გამოირჩეოდა. არასდროს წარმომედგინა ამერიკაში ასეთ ახლო მეგობარს თუ შევიძენდი, ვლაპარაკობთ ყველაფერზე და ვერთობით ყველანაირად. არც მის მეგობრებთან საუბარი და გართობა მომბეზრდება ოდესმე.

მოკლედ, გარდა იმისა, რომ აღფრთოვანებული ვარ კეროლაინით და ქალაქის სილამაზით, ასევე წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ ჩემი კამპუსით და აქ მცხოვრები უცხოელი მეგობრებით. ადგილობრივების კეთილგანწყობაზე საუბარი ჰო ზედმეტია, აქ არავინ დადის ქუჩაში ღიმილის და გამარჯობის გარეშე!

I’m full of love and happiness!!

ავტორი: მარიამ შენგელია