Yellowstone National Park

ლოკაცია, რომელიც ავირჩიე ყოვლად განსხვავებული და უნიკალურია. იელოუსტოუნის ეროვნული პარკი პირველი და უძველესია ამერიკის ნაკრძალებიდან, ის ვულკანის ზედაპირზე მდებარეობს. აქ ველური ბუნება და ადამიანი ძალიან უახლოვდება ერთმანეთს, ამიტომ იდეალურია მოგზაურობას მოწყურებულთათვის. პირველივე რაც შევამჩნიე იყო სტაფის ყოვლისმომცველი მზრუნველობა დასაქმებული სტუდენტებისა და გარემოსადმი. ასევე, ძალიან მაგარი მენეჯერები გვყავს – დრეიკი და კევინი, განსაკუთრებით დრეიკი. ის ერთ დღეს შეიძლება პერანგით და ჰალსტუხით გამოწკეპილი იხილო, მეორე დღეს კი დისკოტეკაზე DJ-ის როლში გამოჩნდეს, ყოველდღე მეკითხება თუ რა გეგმები მაქვს და სადმე მანქანით წაყვანა ხომ არ მჭირდება სალაშქროთ. აქ ცხოვრება ძალიან მაგონებს ბანაკს ზრდასრულებისთვის, სადაც საღამოობით ყოველთვის ისმის გიტარის ხმა, სიცილი, კოცონის დანთება და ა.შ. 15 წუთის სავალზე ულამაზესი კანიონი და ჩანჩქერი გვაქვს, ცოტა მოშორებით გეიზერები და ცხელი ფერადი ტბები. პირველივე დღეს აგვიხსნეს როგორ მოვიქცეთ ველურ ცხოველებთან, რადგან აქ ბიზონების🐂, დათვების🐻 და ირმების🦌 გამოჩენა ჩვეულებრივი ამბავია, ერთი ბიზონი განსაკუთრებით შემოეჩვია ჩვენს საცხოვრებელს (რომელსაც ასევე Bison ქვია😄😄), თუმცა ახლოს მისვლა თავისთავად აკრძალულია. Recreation center-ში ყოველდღე გვიგეგმავენ აქტივობებს, როგორც კინოჩვენებების საღამოები, დისკოტეკები, Talent Show-ები, რაც აქ ყოფნას ნამდვილად უფრო სახალისოს ხდის. აქამდე არც ერთი დასვენების დღე არ გამოგვიტოვებია, რომ სადმე არ წავსულიყავით, კანიონზე, ტბებზე, დასაპყრობ მწვერვალებზე (Mount Washburn), და წინ კიდევ უამრავი სანახაობა გველის. და რაც ალბათ ყველა მშობელსა და ბებიებს დააინტერესებთ, დღეში 3-ჯერ ძალიან კარგად გვაჭმევენ, რაც კი სულს გაიუხარდება, რაც არ უნდა ვიწანწალოთ, აქ წონის დაკლება მაინც არ გვემუქრება😂😂.

ავტორი: ირინა უთურგაური

Leave a Reply

Your email address will not be published.