აშშ – შესაძლებლობების ქვეყანა

“ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ოცნებებიც განსხვავებული მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში წამოსვლაზე არასდროს მიოცნებია, ვთვლი, ცხოვრებაში ამაზე სწორი გადაწყვეტილება არ მიმიღია. ჩემი აქ გატარებბული ზაფხული ყველაზე ბედნიერი, განსხვავებული, ნაყოფიერი, მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდა. ყოველ დილით, გაღვიძებისას ვხვდები რომ ზუსტად ის ადგილია, სადაც უნდა ვიყო, სადაც ყველაფერი იმდენად ხელმისაწვდომია, რომ ყველა ოცნების ახდენა ძალიან მცირე დროში შეგიძლია.

ვერასდროს ვიფიქრებდი ამერიკელები ასეთი თბილები და მზრუნველები თუ იქნებოდნენ. აქ ყველა თანასწორია, არ აქვს მნიავნელობა მენეჯერი იქნები თუ მიმტანი. იმდენ პოზიტივს გასცემენ, რომ შეუძლებელია შენ მოწყენილი იყო. ძალიან რთულია სიტყვებით გადმოსცე ყველა ის ემოცია რასაც აქ ყოველ წამს იღებ, ეს უბრალოდ უნდა განიცადო.. აქ მუშაობაში გატარებული თითოეული წუთი გიფასდება და ვთვლი, რომ საუკეთესო ადაგილია შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენებისა და რაც მთავარია საკუთარი თავის საპოვნელად.”

ავტორი: თაკო ყაზარაშვილი