ამერიკა – შანსი, რომელიც უნდა გამოიყენო!

ამერიკა… ქვეყანა, რომელიც ყოველთვის ისეთი შორი და მიუწვდომელი მეგონა… მაგრამ ახლა აქ ვარ, ამ სრულიად განსხვავებულ სამყაროში. შორიდან ცოტა გაშინებს იმის გაცნობიერება, რომ სრულიად მარტოს მოგიწევს დაუპირისპირდე გამოწვევებს, შენთვის უცხო ქვეყანაში, სადაც არავინ საუბრობს შენს ენაზე, არავინ გიცნობს, მაგრამ სწორედ ეს არ უნდა გაშინებდეს, რადგან ამ ნაბიჯის გადადგმა საუკეთესო საჩუქარია, რაც კი შეიძლება აჩუქო საკუთარ თავს; ეს შანსია, განავითარო შენი შესაძლებლობები, გაიღრმავო და გამოიყენო ცოდნა, იყო ის, ვინც შენ გინდა რომ იყო. ეს ქვეყანა და ხალხი გაძლევს ამის საშუალებას.

ძლიან ბედნიერი ვარ რომ ამაზე საუბარი შემიძლია პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე. უამრავი ემოცია, შთაბეჭდილებები, ახალი ნაცნობობა, ცოტა სიგიჟე, მეტი თავისუფლება და უკვე თითქმის ორი თვეა თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სახლში ვარ. დიდი მადლობა ამისთვის Work and Travel Georgia Team-ს .

ავტორი: მარიამ ნავროზაშვილი