თინას ამერიკული ზაფხული ^_^

“ძალიან კარგად მახსოვს 24 ივნისი, ზუსტად ვიცოდი,რომ ამ დღიდან იწყებოდა ახალი ცხოვრება და წინ მელოდა განსხვავებული გამოცდილებით სავსე დღეები.ძალიან ვნერვიულობდი მეც და ჩემთან მყოფი ორი ქართველი გოგონა, რომელიც იქამდე მხოლოდ ორჯერ მყავდა ნანახი, ახლა კი ისინი ჩემი უახლოესი მეგობრები არიან 👭.
ვნერვიულობდით რადგან არ ვიცოდით წინ რა გველოდა, როგორ შევეგუებოდით გარემოს, სამსახურს, ახალ ადამიანებს და ა.შ.

ადგილზე ჩასულებმა თავი სამოთხეში ვიგრძენით, მახსოვს ჩვენი რეაქცია,როდესაც მანქანიდან პირველად დავინახეთ ირემი და ბიზონი, ირგვლივ მხოლოდ მთები, ხეები და არანორმალურად ლამაზი ბუნება იყო, მაშინ სამივემ ვთქვით,რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ,როდესაც ეს ადგილი ავირჩიეთ და არა სხვა. ყველაფერს ნამდვილად ვერ მოვყვები, თუმცა ერთი იმის თქმა შემიძლია,რომ ეს ზაფხული ჩემთვის იყო წარმოუდგენლად დაუვიწყარი, თითოეული დღე, რომელიც სავსე იყო პოზიტივით, თითოეული წუთი, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა წინანდელისგან, არასდროს ამოვა ჩემი გონებიდან.

მე ახლა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მყავს მეგობარი,რომელსაც ნებისმიერ დროს გაუხარდება ჩემი ნახვა რადგან ჩვენ ყველას ერთმანეთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა, რასაც, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი.

თუმცა მე ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა,რომ მყავს ორი ოჯახი და მაქვს ორი სახლი სადაც ძალიან მალე ისევ დავბრუნდები.

ამ ზაფხულმა, პირდაპირ რომ ვთქვათ, შეცვალა ჩემი ცხოვრება თუნდაც იმიტომ,რომ ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე. რაც მთავარია, უკეთ გავიცანი ჩემი თავი, იელოსტოუნი ჩემთვის იყო დიდი გამოცდა,რომელიც ნამდვილად ჩავაბარე!

მადლობა ყველას ვინც დამეხმარა იმაში,რომ ესე გავმდიდრებულიყავი, განსაკუთრები მადლობა კი რათქმაუნდა Staracademy-ის 😊😊