კითხვები და პასუხები (FAQ)

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს 18-დან 25 წლამდე.

 

 

რა არის საჭირო მონაწილეობის მისაღებად?

ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე. გაივლით გასაუბრებას პროგრამის მენეჯერთან ინგლისურ ენაზე და ამის შემდეგ მოხდება შეფასება აკმაყოფილებთ თუ არა შესაბამის კრიტერიუმებს.

 

 

რამდენი ხნით შემიძლია წავიდე სამუშაოდ ამერიკაში და რა პეროდში?

 

ამერიკაში სამუშაოდ წასვლის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება 4 თვით. სამუშაოს პერიოდად განისაზღვრება ივნისის ბოლო – სექტემბრის შუა რიცხვების პერიოდი და დამატებით ერთი თვე, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, სამოგზაურო დრო.

 

 

როდის უნდა დაბრუნდეს სტუდენტი თავის ქვეყანაში?

 

საელჩოს წესების მიხედვით, სტუდენტი ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე. არის შემთხვევები, როდესაც სტუდენტი ქვეყანაში სწავლის დაწყებიდან მცირე პერიოდის დაგვიანებით ბრუნდება, თუმცა დარწმუნებულია, რომ სწავლის გაცდენა არ აისახება უარყოფითად მის აკადემიურ მოსწრებაზე და აღნიშნული შეთანხმებული აქვს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან.