• პოპული
  • ნატალი

პარტნიორები

რუსთავი 2

 

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2” 1994 წლიდან მაუწყებლობს საქართველოში. ის ქვეყნის ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა. 

რუსთავი 2 ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხიან ლიცენზირებულ პროგრამებს, ეთერში გადასცემს უახლეს ინფორმაციას, პოლიტიკურ ტოქშოუს, გასართობ და სპორტულ პროგრამებს და ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ტრანსლაციებს ქართულ ენაზე. რუსთავი 2-ის პროგრამები ყველაზე მაღალრეიტინგულია საქართველოში. რუსთავი2 მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85% შეუძლია. 

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და გადაცემა “ვარსკვლავების აკადემია” ახალგაზრდა ნიჭიერ შემსრულებლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გამოავლინონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ მუსიკალურ სამყაროში. რუსთავი 2-ის ეთერის საშუალებით თქვენ ქართულ სცენაზე ახალი ვარსკვლავის დაბადების მოწმენი გახდებით.

 

კომპანია მაგთიკომი

მაგთიკომი კომერციულ საქმიანობას 1997 წლის სექტემბრიდან ეწევა. მაგთიკომის ქსელით საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98%-ზე მეტია დაფარული.

მაგთიკომმა არსებობის მანძილზე საქართველოს ეკონომიკაში 720 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა.

დღეისათვის მაგთიკომი სამი ბრენდით - მაგთი, ბალი და მაგთი ფიქსი – მილიონ ცხრაასი ათასზე მეტ აბონენტს ემსახურება.