პროგრამის ისტორია და პირობები

პროგრამის ისტორია  

 

 

Work and Travel USA (WAT)-ი წარმოადგენს ერთერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ გაცვლით სტუდენტურ პროგრამას, რომელიც ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით. პროგრამა უცხოელ სტუდენტებს აძლევს აშშ-ში ცხოვრებისა და დასაქმების შესაძლებლობას, საზაფხულო არდადეგების პერიოდში. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები მთელი მსოფლიოდან – ევროპიდან, ლათინური ამერიკიდან, აზიიდან.

პროგრამა ხორციელდება CIEE (Council on International Educational Exchange) მხარდაჭერით, რომელიც არის საერთაშორისო გაცვლითი სტუდენტური პროგრამების საბჭო, რომელსაც აშშ-ს სახლმწიფო დეპარტამენტის მიერ მინიჭებული აქვს უფლებამოსილება განახორციელოს პროგრამების ადმინისტრირება, რომელშიც მონაწილეობისთვის გაიცემა ვიზა J-1. კომპანია Staracademy ოფიციალურად თანამშრომლობს აღნიშნულ ორგანიზაციასთან. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იღებენ სპონსორი ორგანიზაციის(CIEE) მხარდაჭერას, რომლის გარეშეც პროგრამაში მონაწილეობა შეუძლებელია. სპონსორი ორგანიზაციის ძირითადი მოვალეობაა განახორციელოს მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტების შემოწმება, შეამოწმოს და დაადასტუროს დასაქმება, გააფორმოს სამუშაო ნებართვა (ფორმა DS-2019), სამედიცინო დაზღვევა, განახორციელოს მონაწილეთა მხარდაჭერა და დახმარება აშშ-ს ტერიტორიაზე.

მონაწილეთა გაფრენამდე, CIEE-ს თანამშრომლები ატარებენ საორიენტაციო სემინარს, რომელზეც სტუდენტები იღებენ ძირითად და ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მათი პროგრამაში მონაწილეობის და აშშ-ში ყოფნის პერიოდის შესახებ. CIEE მონაწილეებს უკეთებს დაზღვევას პროგრამაში მონაწილეობის მთელი პერიოდისთვის. ასევე, უწევს მათ საინფორმაციო მხარდაჭერას აშშ-ს ტერიტორიაზე (სატელეფონო ცენტრი, ასევე ოცდაოთხსაათიანი ნომერი საგანგებო შემთხვევებისთვის).

CIEE-ს ვებ-გვერდის მისამართია  http://www.ciee.org

 

 

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.  პროგრამაში მონაწილეობისთვის მიიღებიან ასევე სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ერთდროულად ორ უმაღლეს სასწავლებელში. მონაწილეთა ასაკი უნდა იყოს 18 – დან 25 წლამდე (აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლის მომენტისთვის).

პროგრამაში მონაწილეობის საფასური განისაზღვრება 1500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

 

პროგრამის ეტაპები

  • პროგრამაზე რეგისტრაცია
  • გასაუბრების გავლა ინგლისურ ენაზე
  • კომპანია სტარაკადემი-სთან კონტრაქტის დადება და სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა
  • დამსაქმებლის მოძიება
  • ყველა საჭირო ანკეტის შევსება და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენა მუშაობის ნებართვის მისაღებად (DS-2019)
  • პროგრამის ძირითადი ღირებულების გადახდა
  • ანკეტის შევსება აშშ საელჩოსთვის
  • გასაუბრებები აშშ-ს საკონსულოებში
  • ავიაბილეთის შეძენა
  • არაჩვეულებრივი, დაუვიწყარი მოგზაურობა!

 

რას მიიღებთ პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში?

 

  • 4 თვე აშშ-ში
  • ლეგალური სამსახური მომსახურების სფეროში
  • დაგროვებული შემოსავალი
  • დაუვიწყარი მოგზაურობა ამერიკაში
  • დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება

 

 

რით განსხვავდება WAT-ი სხვა სტუდენტური პროგრამებისგან?

 

პროგრამა WAT-ი აძლევს სტუდენტებს არჩევანის სრულ თავისუფლებას დასაქმებისა და საცხოვრებლის მოძიების საკითხში.

აშშ-ში გამგზავრებისა და ვიზის მიღების აუცილებელი პირობაა დამსაქმებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების წარმოდგენა (ხელშეკრულებამ უნდა გაიაროს შემოწმება სპონსორ ორგანიზაციაში სტუდენტის მიერ მუშაობის ნებართვის მიღების მომენტამდე DS-2019).

პროგრამა WAT-ში გაფორმებისას სტუდენტები იღებენ ოფიციალურ სამუშაო ნებართვას (მაქსიმალური ვადა 4 თვემდე) და შეუძლიათ აშშ-ს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში მოიძიონ მეორე/მესამე სამსახურიც. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე მოძებნის დამატებით სამუშაოს იმის პარალელურად, რომელიც აღნიშნულია სამუშაო ნებართვაში, ის ვალდებულია შეატყობინოს ამის შესახებ სპონსორს, რათა CIEE-მ შეამოწმოს ახალი სამუშაო მანამდე, ვიდრე მონაწილე იქ დაიწყებს მუშაობას. ცალკეულ (იშვიათ) შემთხვევებში ნებადართულია ძირითადი სამუშაო ადგილის შეცვლა, რისთვისაც უნდა არსებობდეს ობიექტური საფუძველი, მოხდეს შესაბამისი პროცედურის გავლა და სპონსორი ორგანიზაციისგან ნებართვის მიღება.