TESOL – კარიერა და შემოსავალი

როგორ დავიწყო საზღვარგარეთ მასწავლებლად მუშაობა?

 

თუ  გსურთ დასაქმდეთ საზღვარგარეთ და ასწავლოთ ინგლისური ამისათვის საჭიროა გაიაროთ TESOL სასერთიფიკაციო კურსი წარმატებით, მიიღოთ სერთიფიკატი რაც ავტომატურად მოგცემთ საზღვარგარეთ მასწავლებლად მუშაობის უფლებას.

თქვენი გამოცდის შედეგების მიხედვით ჩვენ მოგიძებნით საზღვარგარეთ ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობის რამდენიმე შემოთავაზებას თქვენი ცოდნის დონისა და დამსაქმებლის მოთხოვნების გათვალისწინებით.

თქვენ შეგიძლიათ იმუშაოდ და ასწავლოთ ინგლისური ენა შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი და ტაილანდი

ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ სამუშაოს შემოთავაზების მიღებაში. გაგიწევთ სავიზო მხარდაჭერას, მიიღებთ მოწვევას დამსაქმებლისგან და  შეიტანთ ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტებს საელჩოში ან სავიზო ცენტრში. სავიზო მოსაკრებელი და  ავიაბილეთის ფასი დამოკიდებული იქნება ქვეყანასა და დამსაქმებელზე. კანადის ოფისი აწარმოებს ყველა დამსაქმებელი კომპანიისა   და მათ მიერ შემოთავაზებული პირობების ზედმიწევნით შემოწმებას. კანდიდატებს საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფენ დამსასქმებელი ორგანიზაციები. პროგრამაში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 875 ლარს, რაც თავის მხივ გულისხმოსბ ადმინისტრაცუილ ხარჯებს და სამსახურის მოძიებას.

 

რა არის საჭირო დასაქმებისათვის?

 

დასაქმებისათვის საჭიროა TESOL სერთიფიკატი, კანდიდატის რეზიუმე(CV) ინგლისურ ენაზე, სამოტივაციო ხასიათის ვიოდეო 4-5 წთ. ხანგრძლივობის, გასაუბრების გავლა დამსაქმებელთან, ვიზისთვის მისაღებად საჭირო პროცედურების გავლა და გამგზავრება!

 

რას მიიღებთ დასაქმების შემთხვევაში:

 

— დასაქმდებით უმოკლეს ვადებში

— ხელშეკრულება 3 -დან 12 თვემდე

— ოფიციალური სამუშაო ხელშეკრულება

— უფასო საცხოვრებელი

— ორჯერადი კვება

— ქვეყნის ოფიციალური ენის უფასოდ შესწავლა

— მაღალი ანაზღაურება

 

როგორია სავარაუდო ანაზღაურება?

ანაზღაურება დამოკიდებულია ქვეყანასა და სამუშაო ადგილზე, ასევე თქვენს ყოველდღიურ ხარჯებსა და ქვეყანაში ცხოვრების ღირებულებაზე.

ხელფასი მერყეობს  $1200-$5000-ის ფარგლებში.