TESOL პროგრამის შესახებ

რა არის TESOL ?

TESOL = Teacher(s) of English to Speakers of Other Languages ანუ, სხვა ენაზე მოსაუბრეთათვის ინგლისურის მასწავლებელი, არის ტერმინი, რომელიც ხშირად გამოიყენება და დაკავშირებულია ინგლისურის სწავლებასა და ინგლისურის მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესთან. მსოფლიოს მასშტაბით, TESOL წარმოადგენს ამერიკული სტილით სწავლების სინონიმს, რომელიც მოიცავს ინოვაციებს, ეფექტურ ტექნიკას, რომელიც იძლევა რეალურ მოტივაციას სტუდენტებისათვის ინგლისური ენის სწავლებისა და მისი გამოყენების მიზნით. TESOL ასევე დაკავშირებულია ენის სწავლებისადმი კომუნიკაციურ მიდგომასთან. ეს არის მიდგომა, რომელიც ფოკუსირდება სტუდენტებისათვის ენის სწავლებაზე და მათ მიერ ნასწავლი ენის გამოყენებაზე თეორიული ან საზეპირო კურსების მაგივრად.

საქართველოში პროგრამას ახორციელებს კომპანია „Staracademy“, რომელიც  Global TESOL College-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.  სასწავლო დაწესებულებას აქვს მიღებული  კანადის მთავრობის აკრედიტაცია. დიპლომები აღიარებულია მსოფლიოს 92 ქვეყანაში. იმ შემთხვვაში თუ დამსაქმებელი მოისურვებს სერთიფიკატის ნამდვილობის შემოწმებას, მას შეუძლიsა  მიმართოს მოთხოვნით უფლებამოსილ წარმომადგენლებს. თითოეულ სერთიფიკატს მინიჭებული აქვს საკუთარი ნომერი.

 

პროგრამის აღწერა

პროგრამა საშუალებას გაძლევთ გაიუმჯობესოთ ინგლისური ენა, მიიღოთ მასწავლებლად მუშაობის  უფლება საზღვარგარეთ და დასაქმდეთ უმოკლეს ვადებში.

სწავლებას და სერთიფიცირებას ახორციელებს Global TESOL College(კანადა), რომელიც ჩრდილო ამერიკაში დაარსებული საგანმანათლებლო ინსტიტუტია. ორგანიზაცია მიზნად ისახავს წარმატებული პედაგოგების მომზადებას, რომლებიც დააკმაყოფილებენ ინგლისურის შემსწავლელთა მოთხოვნებს და რომელთაც სჭირდებათ არა მხოლოდ ინგლისური ენის შესწავლა თეორიულად, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შესწავლილი ენის ეფექტურად გამოყენება ყოველდღიურ სიტუაციებში.

პოპულარულ პროგრამებს შორის არის TESOL –  120 საათიანი მასწავლებელთა სერტიფიცირების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის პოპულარულობა სწრაფად იზრდება და მან უკვე მოიპოვა მსოფლიო აღიარება იმ 50,000 სტუდენტის მიერ, რომელთაც უკვე წარმატებულად დაასრულეს პროგრამა, ასევე, იმ სკოლებისა და რეკრუტერთა მიერ, რომლებიც სამუშაოს სთავაზობენ ჩვენს კურსდამთავრებულებს. ამის მიზეზი შემდეგია: ჩვენ გთავაზობთ შესანიშნავ საგანმანათლებლო ფასეულობას, მოქნილ სასწავლო პროგრამებს, გარდა ამისა, ჩვენ წარმატებულად ვამზადებთ უმაღლესი კლასის ინგლისური ენის მასწავლებლებს, რომლებზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა მსოფლიოში.

 

რატომ შეიქმნა Global TESOL College ?

Global TESOL College დაარსდა 1994 წელს და მის მიზანს წარმოადგენდა პროფესიონალური მომზადება და TESOL-ის სერტიფიცირება მშობლიურ და არამშობლიურ სრულყოფილად ინგლისურად მოსაუბრე ადამიანებისათვის.

მსოფლიოში ინგლისური ენის არამარტო შესწავლის, არამედ, რაც მთავარია, მისი (განსაკუთრებით ჩრდილო ამერიკული ინგლისურის) გამოყენების მოთხოვნამ პიკს მიაღწია. ამავდროულად, მსოფლიოს საზღვრები და სამოგზაურო მიმართულებები საკმაოდ გაფართოვდა, რამაც გამოიწვია ულტრა-მობილური საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელშიც ადამიანები საკუთარ მზერას მათი მშობლიური ქალაქის, ქვეყნისა და კონტინენტის მიღმა სამყაროსკენ მიაპყრობენ. ადამიანები ცდილობენ, წარმატებას მიაღწიონ ამ გასაოცრად მრავალფეროვანი პლანეტის ყველაზე შორეულ კუთხეშიც კი. ათასობით თქვენ მსგავს ადამიანს სურს, იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო და ეძიოს თავგადასავლები, მიიღოს კულტურულად მდიდარი გამოცდილება, შეიგრძნოს თავისუფლება, მიიღოს სარგებელი და გლობალური დასაქმების შესაძლებლობები იმაზე მაღალი ხარისხით, რასაც მათ სთავაზობს ადგილობრივი შეზღუდული არჩევანი.

 

 

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვისი ინგლისური ენის ცოდნა შეესაბამება უმაღლეს(Advanced) დონეს. პროგრამა გათვლილია ნებისმიერი განათლების მქონე სპეციალისტზე, არა მხოლოდ პედაგოგებზე. თუმცა, ხარისხის ქონა სამუშაოს მაძიებელს  საშუალებას აძლევს იპოვოს უფრო საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სამსახური.

 

რას მიიღებთ პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში?

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ TESOL -ის საერთაშორისო სერთიფიკატს, რომელიც დაადასტურებს თქვენს ახალ კვალიფიკაციას და მოგცემთ უფლებას ასწავლოთ ინგლისური ენა საზღვარგარეთ მათ, ვისთვისაც არ არის ინგლისური ენა მშობლიური.  სერთიფიკატი აღიარებულია დამსაქმებლებს შორის და წარმოადგენს აუცილებელ პირობას  საზღვაგარეთ მასწავლებლის ადგილის მისაღებად.   დასაქმდებით გარანტირებულად. მიიღებთ ანაზღაურება თვეში 1200$-5000$-მდე. თქვენ გეძლევათ საზღვარგარეთ მოგზაურობისა და დასაქმების შესაძლებლობა.

 

პროგრამის ეტაპები

-გასაუბრება ინგლისურ ენაზე

-პროგრამაზე რეგისტრაცია

-კურსზე სწავლება

-გამოცდის წარმატებით ჩაბარება

-სერთიფიკატის მიღება

-დასაქმება

 

პროგრამის ღირებულება

TESOL-ის სასერთიფიკატო კურსზე სწავლების ღირებულება შეადგენს 400$-ს,  ხოლო სამუშაოს მოძიების ღირებულება _ 400$-ს.  აღნიშნულ საფასურში შედის:

  • საერთაშორისო უვადო სერთიფიკატი, რომელიც შეგიძიათ მომავალში სხვა პროფესიული მიზნებისთვის გამოიყენოთ
  • ლეგალური სამსახური 3 – 12 თვის პერიოდით
  • საცხოვრებელი
  • ორჯერადი კვება
  • ადგილობრივი ენის შესწავლა

 

როგორ დავრეგისტრირდე კურსზე?

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, ჩვენი საიტის სარეგისტრაციო ველში გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია, რის შემდეგაც, დაგიბარებთ ინგლისურენოვან გასუბრებაზე პროგრამის კოორდინატორთან. წარმატებული გასაუბრების შემდეგ, ავსებთ სარეგისტრაციო ანკეტას, იხდით კურსის საფასურს და იწყებთ სწავლებას ონლაინ პლათფორმაზე.