დასაქმების პირობები

სად შემიძლია დავსაქმდე Work and Travel USA(WAT) ფარგლებში

 

პროგრამა Work and Travel-ი სტუდენტებს სთავაზობს დასაქმებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. დასამება შესაძლებელია მომსახურების სხვადასხვა სფეროებში – რესტორნები, სასტუმროები და მოტელები, გასართობი და ნაციონალური პარკები, სხვადასხვა კურორტები აშშ მასშტაბით.

 

 

 

როგორია სავარაუდო ანაზღაურება?

 

ანაზღაურება დამოკიდებულია სამუშაო ადგილზე და ტიპზე, ასევე თქვენს ყოველდღიურ ხარჯებზე. ხელფასი მერყეობს $1200-დან ზევით.

 

 

 

დაბინავება, საცხოვრებელი

 

ხშირად დამსაქმებლები უზრუნველყოფენ სტუდენტებს ბინით საკმაოდ მისაღებ ფასად -დაწყებული უფასო ბინით(რაც ძალიან იშვიათია) დამთავრებული კვირაში 100-120$ -მდე ფასად. როგორც წესი, კონტრაქტის ხელმოწერისას, მონაწილე თანხმდება დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებულ ბინაზეც. თუ მონაწილეს არ აკმაყოფილებს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული ბინის პირობები, ეს უნდა გადაწყდეს ინდივიდუალური წესით, ზოგიერთი დამსაქმებელი უფლებას აძლევს თავის თანამშრომლებს მოძებნონ სხვა ვარიანტი. თუ დამსაქმებელი ბინით არ უზრუნველყოფს, მაშინ ბინის მოძებნის თადარიგი წინასწარ უნდა იქნას დაჭერილი – მოიძებნოს იაფი მოტელი/ჰოსტელი სამსახურთან ახლოს, რომ პირველი რამდენიმე დღისთვის გასაჩერებელი ადგილი მომზადებული იყოს, ხოლო შემდეგ ადგილზე მოიძებნოს ბინის ვარიანტი.