Colorado State University

ლოკაცია : აშშ

ასაკი : +17

პროგრამა : უმაღლესი განათლება

ფასი : from 30,495$

Colorado State University დაარსდა 1870 წელს და წარმოადგენს კოლორადოს შტატის აგროკულტურულ კოლეჯს. უნივერსიტეტი მდებარეობს ქალაქ ფორტ კოლინსში, 1 საათის სავალზე დენვერიდან. ეს ქალაქი ცნობილია უსაფრთხო გარემოთი, საუკეთესო კლიმატით და ეკოლოგიით.
8 სკოლით და 53 დეპარტამენტით, უნივერსიტეტი გთავაზობთ 65 საბაკალავრო და 55 სამაგისტრო პროგრამებს.
წამყვანი სპეციალობებია: ბიომედიცინა, საინჟინრო მეცნიერებები, ეკოლოგია და გარემო, აგროკულტურა და ჯანდაცვა.
უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი, რომელიც განთავსებულია 235 ჰექტარზე, მოიცავს რეზიდენციებს და ადმინისტრაციულ შენობებს, საგანმანათლებლო შენობებს, სპორტულ მოედნებს, ბიბლიოთეკას, ვეტერინარულ კლინიკას, თეატრს და ხელოვნების ცენტრს.

რატომ Colorado State University?

 უნივერსიტეტმა მოიპოვა N1 ადგილი Carnegie Endowment-ის კვლევაში

 Colorado State University შედის 300 საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში მსოფლიოს მასშტაბით

 22 სამაგისტრო პროგრამა შედის 100 საუკეთესო პროგრამების ჩამონათვალში აშშ-ში

 2014 წლის ფორბსის გამოცემის მიხედვით, უნივერსიტეტი დასახელდა საუკეთესო სამეწარმეო უნივერსიტეტად

 წლების განმავლობაში უნივერსიტეტი დაასრულა 180,00-ზე მეტმა სტუდენტმა

 კოლორადო წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს ბიზნეს და იდუსტრიული ცენტრებით

სპეციალობები რომელიც შეგიძლიათ Colorado State University კამპუსში შეისწავლოთ

  •   ფინანსები
  •   კომპიუტერული მეცნიერებები
  •   მათემატიკა
  •   აგროკულტურის ბიზნესი
  •   ანთროპოლოგია
  •   ისტორია

საცხოვრებელი

უნივერსიტეტის კამპუსზე განთავსებულია 9 საცხოვრებელი რეზიდენცია. სტუდენტებს შეუძლიათ იცხოვრონ 1 ან 2 კაციან კეთილმოწყობილ ოთახებში.

სწავლის გადასახადი

1 წლის ღირებულება 30,495$-დან

სარეგისტრაციო ფორმა

ამ ფორმის შევსების შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.