AU PAIR USA პროგრამის შესახებ

Au Pair USA არის კულტურულ გაცვლითი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ამერიკულ ოჯახში ბავშვებთან დასაქმებას. ის ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და მონაწილეებს აძლევს საშუალებას მინიმუმ ერთი წლით დასაქმდნენ და იცხოვრონ აშშ-ში. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ინგლისური ენის გაუმჯობესება, რომლის ფარგლებში მასპინძელი ოჯახი აფინანსებს ენის კურსს. კომპანია Staracademy ოფიციალურად თანამშრომლობს სპონსორ ორგანიზაციასთან INTRAX-თან, რომელიც არის აკადემიური და კულტურული გაცვლითი პროგრამების კომპანია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ორგანიზაციებს ანიჭებს მსგავსი პროგრამების ადმინისტრირების უფლებამოსილებას, რომელშიც მონაწილეობისთვის გაიცემა J-1 კატეგორიის ვიზა. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იღებენ სპონსორი ორგანიზაციის მხარდაჭერას, რომლის გარეშეც პროგრამაში მონაწილეობა შეუძლებელია. მისი ძირითადი მოვალეობაა დაუმზადოს მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტები, შეამოწმოს და დაადასტუროს დასაქმება, უზრუნველყოს სამედიცინო დაზღვევა და აშშ-ს ტერიტორიაზე გაუწიოს საინფორმაციო მხარდაჭერა 24 საათის განმავლობაში.

რას მოგცემს AU PAIR USA პროგრამა:
  • გაატარებთ 12 თვეს აშშ-ში
  • გაიუმჯობესებთ ინგლისური ენის დონეს
  • უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი და კვება მანპინძელ ოჯახში
  • გექნებათ თვიური ანაზღუარება მინიმუმ 860$-დან
  • მიიღებთ დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილებას
  • დაუვიწყარი მოგზაურობა ამერიკაში
როგორ ჩაერთო AU PAIR USA პროგრამაში?
მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ 5 პირობას:
  • ასაკის ზღვარი 18-დან 26 წლის ჩათვლით
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ Intermediate დონეზე (B1 – C1)
  • გქონდეთ B კატეგორიის მართვის მოწმობა
  • დასრულებული გქონდეთ მინიმუმ საშუალო განათლების საფეხური
  • გქონდეთ ფორმალური ან არფორმალური ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
პროგრამის ეტაპები:

  სარეგისტრაციო ფორმის შევსება

  AU PAIR USA – ონლაინ პრეზენტაციაზე დასწრება

  ინგლისური ენის დონის შემოწმება

  კომპანია სტარაკადემი-სთან კონტრაქტის დადება და სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა

  აპლიკაციის შევსება სპონსორი ორგანაციის პორტალში

  პროგრამის ძირითადი ღირებულების გადახდა

  ოჯახის მოძიება

  ყველა საჭირო ანკეტის შევსება და ყველა აუცილებელი დოკუმენტის წარდგენა მუშაობის ნებართვის მისაღებად (DS-2019)

  აშშ საელჩოს აპლიკაციის შევსება (DS-160)

  სავიზო გასაუბრება აშშ-ს საელჩოში

  დაუვიწყარი მოგზაურობა ამერიკაში!

სარეგისტრაციო ფორმა

ამ ფორმის შევსების შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.

    ამერიკაში ყოფნისას

    საცხოვრებელი

    მთელი პროგრამის მანძილზე Au Pair USA პროგრამის მონაწილე ცხოვრობს მასპინძელ ოჯახში, სადაც აუცილებლად აქვს ცალკე ოთახი გამოყოფილი.

    კვება

    როგორც საცხოვრებელი, ასევე კვებაც უზრუნველყოფილია მასპინძელი ოჯახის მიერ. თავისუფალი დროის სახლის გარეთ გატარებისას კვება უკვე აპლიკანტის პასუხისმგებლობაა.

    შემოსავალი

    მინიმალური ანაზღაურება იწყება კვირაში 215$-დან. სპონსორი ორგანიზაცია ადგენს ანაზღაურების ქვედა ზღვარს. თუმცა რეალური ანაზღაურება დამოკიდებული ოჯახსა და ოპერს შორის შეთანხმებაზე.

    STARACADEMY-ის მომსახურება
    700 GEL

    კონტრაქტის გაფორმებიდან 1 დღის ვადაში

    პროგრამის საფასური
    $ 600

    აპლიკაციის დადასტურების შემდეგ

    სავიზო მოსაკრებელი
    $ 185

    პროგრამის განმავლობაში, სპონსორი ორგანიზაციიდან საჭირო დოკუმენტების მიღების შემდეგ

    ბილეთების საფასური
    $ 0

    უზრუნველყოფილია სპონსორი ორგანიზაციის მიერ