




ლოკაცია : აშშ
ასაკი : +17
პროგრამა : უმაღლესი განათლება
ფასი : from $43,980
Drew University წარმოადგენს კერძო უნივერსიტეტს Liberal Arts-ის მიმართულებით. განთავსებულია ნიუ ჯერსის პატარა ქალაქ მედისონში, 1 საათის სავალზე ნიუ იორკიდან. დაარსდა 1867 წელს და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძველ უნივერსიტეტად ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეს უნივერსიტეტში სწავლობს 2000 სტუდენტი. უნივერსიტეტში დასაქმებულია 150 პერსონალი.
უნივერსიტეტი გთავაზობთ პროგრამებს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურზე.
ძლიერი მიმართულებებია: საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებები, ფილოლოგია, ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები. უნივერსიტეტი ასევე გთავაზობთ უნივერსიტეტისათვის მოსამზადებელ კურსს.
რატომ Drew University?
უნივერსიტეტი იკავებს 112 ადგილს აშშ კოლეჯებში Liberal Art-ის მიმართულებით
შედის 100 საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებების სიაში საუკეთესო ღირებულებების მიმართულებით
უნივერსიტეტი ფოკუსირდება პრაქტიკული გამოცდილების გაცემაზე და სტუდენტების დატრენინგებაზე. კურსდამთავრებულები წარმატებით საქმდებიან სწავლის დასრულების შემდგომ ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Apple, Bank of America, BBC WorldWide, CNN, MTV Network, Metropolitan Opera, Michael Kors, Peace Corps
უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა 60 სტუდენტული ორგანიზაცია და კლუბი, მათ შორის: ახალგაზრდა ადვოკატთა კლუბი, დემოკრატები, ეკონომისტები, ხელოვნების ჟურნალი, გაზეთი და რადიო
ყოველთვიურად კამპუსში ეწყობა თეატრალური და საკონცერტო დადგმები
სპეციალობები რომელიც შეგიძლიათ Drew University კამპუსში შეისწავლოთ
ბიზნესი
პოლიტიკური მეცნიერებები
ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები
ხელოვნება
თეატრი
ინჟინერია
ბიომედიცინა
კომპიუტერული მეცნიერებები
მედია და კომუნიკაციები
მონაცემთა ანალიზი


საცხოვრებელი
უნივერსიტეტი გთავაზობთ საცხოვრებელს კამპუსის რეზიდენციაში. სტუდენტები ცხოვრობენ 1 ან 2 კაციან კეთილმოწყობილ ოთახებში. ყველა სართულზე განთავსებულია სამრეცხაო, მოსასვენებელი და სამეცადინო ოთახი.

სწავლის გადასახადი
1 წლის ღირებულება $43,980-დან
სარეგისტრაციო ფორმა
ამ ფორმის შევსების შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.