WAT პროგრამის შესახებ
Work and Travel USA (WAT) მსოფლიოში ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომლის ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა იმუშაონ და იმოგზაურონ ამერიკაში ზაფხულის არდადეგების განმავლობაში. პროგრამას აქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერა და მასში მონაწილეობენ სტუდენტები მთელი მსოფლიოდან – ევროპიდან, ლათინური ამერიკიდან და აზიიდან. WAT-ის მონაწილეები სარგებლობენ სპონსორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომლებსაც აქვთ J1 გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირების უფლებამოსილება. მათ გარეშე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლებელია. კომპანია Staracademy ოფიციალურად თანამშრომლობს უმსხვილეს სპონსორ ორგანიზაციებთან: INTRAX და CIEE (Council of International Educational Exchange). სპონსორების ძირითადი მოვალეობაა მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტების შემოწმება, დასაქმების შემოწმება-დადასტურება, სამუშაო ნებართვის (ფორმა DS-2019) გაფორმება, სამედიცინო დაზღვევა, მონაწილეთა 24/7-ზე მხარდაჭერა და დახმარება აშშ-ს ტერიტორიაზე.

- 4 თვე აშშ-ში
- ინგლისურის ცოდნის გაუმჯობესება
- 3 თვის განმავლობაში გარანტირებული ლეგალური სამსახური მომსახურების სფეროში
- დამატებით მე-2, მე-3 სამსახურის დაწყების შესაძლებლობა
- თვიური ხელფასი 1200$-დან – ∞
- წინასწარ ორგანიზებული საცხოვრებელი /კვება
- საერთაშორისო გარემოში მუშაობის გამოცდილება
- დამოუკიდებელი ცხოვრების გამოცდილება
- უამრავი მეგობარი მთელი მსოფლიოდან
- დაუვიწყარი მოგზაურობა ამერიკაში

- ასაკის ზღვარი 18-დან 26 წლის ჩათვლით
- საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის (უნივერსიტეტის) აქტიური სტუდენტის სტატუსი
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ Intermediate დონეზე (B1 – C1)
სარეგისტრაციო ფორმის შევსება
WAT – ონლაინ პრეზენტაციაზე დასწრება
გასაუბრების გავლა ინგლისურ ენაზე
კომპანია სტარაკადემი-სთან კონტრაქტის დადება და სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა
სამსახურის მოძიება
ყველა საჭირო ანკეტის შევსება და ყველა აუცილებელი დოკუმენტის წარდგენა მუშაობის ნებართვის მისაღებად (DS-2019)
პროგრამის ძირითადი ღირებულების გადახდა
აშშ საელჩოს აპლიკაციის შევსება (DS-160)
სავიზო გასაუბრება აშშ-ს საელჩოში
ავიაბილეთის შეძენა
დაუვიწყარი მოგზაურობა ამერიკაში!
სარეგისტრაციო ფორმა
ამ ფორმის შევსების შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.
სამუშაო ლოკაციები
Work and Traveler-ები საქმდებიან მომსახურების სფეროში, ისეთ ვაკანსიებზე, სადაც არ მოითხოვება სამუშაო გამოცდილებისა და სპეციფიკური უნარების ფლობა. ზოგი მონაწილისთვის ეს შესაძლოა პირველი სამსახურიც კი გახდეს. WAT მოიცავს შემდეგ სამუშაო ლოკაციებს:

FAST FOODS & RESTAURANTS

THEME & WATER PARKS

NATIONAL PARKS & RESORTS

RETAIL SHOPS & SUPERMARKETS
ამერიკაში ყოფნისას

საცხოვრებელი
დამსაქმებლების 99% უჯავშნის მონაწილეებს საერთო ტიპის საცხოვრებელს (თვეში 100$ – 500$, რაც ძირითადად იქვითება მონაწილის ხელფასიდან). აქ სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებს ეძლევათ ერთმანეთის გაცნობისა და დამეგობრების შესაძლებლობა, ასევე აღსანიშნავია სამსახურთან ახლოს ცხოვრების კომფორტი.
თუ დამსაქმებელი საცხოვრებელს არ/ვერ აორგანიზებს, მაშინ მონაწილემ ის დამოუკიდებლად უნდა მოიძიოს პირველი 1-2 კვირით გასაჩერებელად, ხოლო შემდეგ ადგილზე საჭიროებისამრ მოძებნოს სხვა ვარიანტი.

კვება
კვების საკითხი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სამუშაო ლოკაციასა და დამსაქმებლის შემოთავაზებაზე.
პროგრამის ფარგლებში შესაძლოა იყოს შემდეგი ვარიანტები:
ერთჯერადი უფასო კვება, ფასდაკლების ვაუჩერები, თუ სამსახური არის მაღაზიებიდან მოშორებულ ადგილას, მაშინ ორგანიზდება 3ჯერადი ყოველდღიური კვება. ასევე შესაძლოა კვება არ შედიოდეს,თუმცა ამერიკაში ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს.

შემოსავალი
ზოგადად მონაწილეების ანაზღაურება მერყევია (საათში 9-15$). ეს დამოკიდებულია შტატში ცხოვრების სიძვირეზე, დამსაქმებლის შიდა პირობებზე, პოზიციის სპეციფიკაზე და სხვა. უფრო მაღალი ხელფასი სულაც არ გულისხმობს მეტ შემოსავალს. ყველა მონაწილის ფინანსური მოგება დაახლოებით ერთნაირია. თუმცა არსებობს დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებებიც:
1. თიფსები (Tips)
2. ბონუსები
3. კვირაში 40+ საათი მუშაობა (Overtime hours)
STARACADEMY-ის მომსახურება
700 GEL
კონტრაქტის გაფორმებიდან 1 დღის ვადაში
პროგრამის საფასური
$ 2100
(+ გრაფიკით გადახდის შესაძლებლობა)
გადახდა 1 – $ 600
გადახდა 2 – $ 750
გადახდა 3 – $ 750
სავიზო მოსაკრებელი
$ 185
პროგრამის პროცესში, ამერიკიდან საბუთების მიღების შემდეგ
ბილეთების საფასური
$ ცვალებადი
მონაწილე იძენს ორმხრივ ბილეთებს მხოლოდ სავიზო გასაუბრების დადებითი პასუხის შემთხვევაში. ფასი დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე, შტატსა და შეძენის პერიოდზე.