University of Birmingham

ლოკაცია : დიდი ბრიტანეთი

ასაკი : +17

პროგრამა : უმაღლესი განათლება

ფასი : from £20,521 

ბირმინგემის უნივერსიტეტი, რომელიც დიდი ბრიტანეთში სიდიდით მეორე ქალაქში მდებარეობს, შედის მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში და პრესტიჟული Russell Group-ის წევრს წარმოადგენს. მას აქვს წარჩინებული ისტორია ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ხელოვნება და სამართალი, ინჟინერია და ფიზიკა, გარემოსდაცვითი მეცნიერებები, სამედიცინო და სტომატოლოგიური მეცნიერებები და სოციალური მეცნიერებები. სტუდენტები მთელი მსოფლიოდან მოდიან უნივერსიტეტში უმაღლესი ხარისხის განათლების მისაღებად და ემზადებიან  წარმატებული კარიერისთვისა და ნათელი მომავლისთვის.

საბაკალავრო პროგრამაზე პირდაპირი ჩარიცხვის გარდა, უნივერსიტეტი გთავაზობთ მოსამზადებელ კურსებს, რომელიც ამზადებს საერთაშორისო სტუდენტებს ბირმინგემის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის მისაღებად. სტუდენტებს ასწავლიან ბირმინგემის მსოფლიოში წამყვანი აკადემიკოსები, რომლებიც თავიანთი სფეროს ექსპერტები არიან და დაეხმარებიან მათ ენისა და აკადემიური უნარების განვითარებაში. სრულად ამზადებენ სტუდენტებს ბაკალავრიატის ხარისხის მისაღებად.

რატომ University of Birmingham?

 კამპუსი: ისტორიული 250 ჰექრატზე გაშენებული კამპუსი არის იდეალური საცხოვრებელი, სადაც თავმოყრილია 1000-ზე მეტი სტუდენტი 150 სხვადასხვა ქვეყნიდან;

 უნივერსიტეტი აღჭურვილია უახლესი ინვენტარით და დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი აკადემიური ბიბლიოთეკით;

 მდებარეობა: ბირმინგემი არის დიდი ბრიტანეთის სიდიდით მეორე ქალაქი, რაც მას მრავალფეროვან ადგილად და ფანტასტიკურ სასწავლო ადგილად აქცევს. ქალაქს აქვს მრავალი პარკი და ღია სივრცეები;

 გარანტირებული განთავსება;

 გარანტირებული პროგრესი საბაკალავრო პროგრამაზე.

სპეციალობები რომელიც შეგიძლიათ University of Birmingham კამპუსში შეისწავლოთ

  •   ხელოვნება, სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი;
  •   ინჟინერია და ფიზიკური მეცნიერებები;
  •   მედიცინა და გეო მეცნიერება;
  •   მედიცინა და ფიზიოთერაპია;
  •   სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი.

საცხოვრებელი

განთავსება ხდება კეთილმოწყობილ სტუდენტურ კამპუსში, 1 ან 2 კაციან ოთახებში.

სწავლის გადასახადი

1 წლის ღირებულება £20,521 -დან

სარეგისტრაციო ფორმა

ამ ფორმის შევსების შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.