City, University of London

ლოკაცია : დიდი ბრიტანეთი

ასაკი : +17

პროგრამა : უმაღლესი განათლება

ფასი : £19,770

City, University of London-ის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდების ტრადიცია ისეთ სფეროში, როგორიცაა ბიზნესი ითვლის 160 წელს. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის უნივერსიტეტში გატარებულმა დრომ საფუძველი ჩაუყარა ისეთ უნარებს, როგორიცაა ლიდერობა და ინოვაციურობა.
1852 წელს დაარსდა The Inns of Court School of Law – ერთ-ერთი პირველი სამართლის სკოლა ლონდონში. 2001 წელს ის გახდა City-ის ნაწილი. სკოლის კურსდამთავრებულთა სიაში გვხვდება Herbert Henry Asquith, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი (1908-1916 წლები). ის იყო ერთ-ერთი პირველი ლიდერი რომელმაც დაასრულა სწავლა City-ის სამართლის სკოლაში.
1877 წელს დაარსდა Bartholomew’s -ის საექთნო კოლეჯი, რომელიც დაკავშირებულია ლონდონის უძველეს ჰოსპიტალთან, წმინდა ბართლომეოსთან. საექთნო კოლეჯი მოგვიანებით გახდა City-ის ჯანდაცვისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებების სკოლის ნაწილი.
მნიშვნელოვანი პროგრესული პერიოდის შემდგომ, City შეუერთდა ლონდონის უნივერსიტეტის ფედერაციას 2016 წლის 1 სექტემბერს. ლონდონის უნივერსიტეტი დაარსდა სამეფო ქარტიის მიერ 1836 წელს. City-იმ შეიცვალა სახელი და ეწოდა City, University of London.

რატომ City, University of London?

 უნივერსიტეტი იკავებს 30-ე ადგილს დიდ ბრიტანეთში ბუღალტრულ აღრიცხვისა და ფინანსების მიმართულებით (Times and Sunday Times Good University Guide 2021);

 მექანიკური ინჟნერია – ეს ხარისხი აკრედიტირებულია მექანიკური ინჟინრების ინსტიტუტის მიერ (IMechE);

 უნივერსიტეტი იკავებს 30-ე ადგილს დიდ ბრიტანეთში სტუდენტების კმაყოფილებით აერონავტიკისა და წარმოების ინჟინერიაში;

 როგორც ეკონომიკის სტუდენტს, გექნებათ შესაძლებლობა აირჩიოთ სამუშაო წელი;

 უნივერსიტეტი იკავებს მე-14 ადგილს დიდ ბრიტანეთში ბიზნესის და მენეჯმენტის შესწავლის მიმართულებით;

 კომპიუტერული მეცნიერებების ხარისხი აკრედიტირებულია ბრიტანეთის კომპიუტერული საზოგადოების – Chartered Institute for IT-ის მიერ.

სპეციალობები რომელიც შეგიძლიათ City, University of London კამპუსში შეისწავლოთ

  •   ბუღალტერია და ფინანსები
  •   მექანიკური ინჟინერია
  •   აერონავტიკის ინჟინერია
  •   საბანკო და საერთაშორისო ფინანსები
  •   ბიოსამედიცინო ინჟინერია
  •   ბიზნეს ეკონომიკა
  •   ბიზნეს მენეჯმენტი
  •   ბიზნეს მენეჯმენტი, ციფრული ინოვაცია და მეწარმეობა
  •   ბიზნეს-ფინანსები
  •   ბიზნეს-მარკეტინგი
  •   კომპიუტერული თამაშების ტექნოლოგია
  •   კომპიუტერული მეცნიერებები
  •   კიბერ უსაფრთხოება
  •   კრიმინოლოგია
  •   სამართალი
  •   კრიმინოლოგია და ფსიქოლოგია
  •   კრიმინოლოგია და სოციოლოგია

საცხოვრებელი

განთავსება ხდება სტუდენტურ კამპუსში, 1 ან 2 კაციან ოთახებში.

სწავლის გადასახადი

1 წლის ღირებულება £19,770-დან

სარეგისტრაციო ფორმა

ამ ფორმის შევსების შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.