J-1 High School USA

ლოკაცია : აშშ

ასაკი : +15

პროგრამა : სასკოლო განათლება

ფასი : 10000$

პროგრამას ახორციელებს CIEE, რომელსაც J-1 Cultural Exchange program-ის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პროგრამა მოიცავს ერთი აკადემიური წლით მოსწავლის განთავსებას ამერიკულ მასპინძელ ოჯახში და სწავლას ამერიკულ საჯარო სკოლაში. მთელი წლის განმავლობაში CIEE-ს ადგილობრივი წარმომადგენელი იზრუნებს მოსწავლის კეთილდღებაზე და უსაფრთხოებაზე, ასევე გააკონტროლებს აკადემიურ მოსწრებას, რის თაობაზეც ჩვენც მივიღებთ ყოველთვიურ ანგარიშს. პროგრამა მოიცავს: IELTS ტესტირებას, პროგრამაზე რეგისტრაციას და აპლიკაციის შევსებას, სავიზო მხარდაჭერას, CIEE-ს მხარდაჭერას მთელი წლის განმავლობაში, სკოლაში ჩარიცხვას, მასპინძელ ოჯახში განთავსებას, კვებას, სამედიცინო დაზღვევას,სავიზო მოსაკრებელს და Sevis ღირებულებას.

რატომ High school USA?

 ინგლისური ენის გაუმჯობესება

 ამერიკული კულტურის გაცნობა და ქართულის გაზიარება

 ამერიკული განათლების მიღება

 დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება

 ახალი მეგობრების შეძენა

 საერთაშორისო გამოცდილების მიღება

საცხოვრებელი

ყველა ოჯახი არის უნიკალური და ინდივიალური. თითოეული მათგანი გხვდება სხვადახვა ლოკაციაზე, სხვადასხვა რასის და კულტურული წარსულით. შესაძლოა შეგხვდეთ 2 შვილიანი ოჯახი ან შესაძლოა მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად იცხოვროთ. მნიშვნელოვანია მიიღოთ თქვენი მასპინძელი ოჯახი ისე, როგორც ისურვებდით რომ მათ მიგიღონ. შესაძლოა ოჯახი ცხოვრობდეს დიდ ქალაქში ან პატარა სოფელში. რაც უფრო პატარა ქალაქში და დასახლებაში მოხვდებით, მით მეტი შანსია რომ მეტი ადამიანი გაიცნოთ, წარმატებას მიაღწიოთ სკოლაში და გახდეთ მოსახლეობის წევრი.

სწავლის გადასახადი

პროგრამის ღირებულება შეადგენს 10 000$-ს + 700 Gel.

სარეგისტრაციო ფორმა

ამ ფორმის შევსების შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.