LSI English School UK

ლოკაცია : დიდი ბრიტანეთი

ასაკი : +17

პროგრამა : ენის კურსები

ფასი : from 600 £

LSI საერთაშორისო ენის სკოლა გთავაზობთ ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებს ლონდონის, კემბრიჯის და ბრაიტონის სკოლებში. სწავლა ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში. ენას შეგასწავლით მაღალკვალიფიციური ენის სპეციალისტები. კურსის განმავლობაში სკოლა აწარმოებს თქვენი ცოდნის პროგრესს და კურსის დასრულებისას გადმოგცემთ ენის შესაბამისი დონის სერთიფიკატს.

პროგრამა მოიცავს სხვადასხვა კულტურულ აქტივობებს, რათა უკეთ გაეცნოთ ბრიტანულ კულტურას და ტრადიციებს და მიიღოთ დაუვიწყარი გამოცდილება.

რატომ LSI English School UK?

 მოკლე პერიოდში გაიუმჯობესებთ ინგლისური ენის დონეს

 ენას შეგასწავლით ბრიტანელი პედაგობები

 იცხოვრებთ ისეთ მრავალფეროვან ქალაქში, როგორიცაა ლონდონი

 კურსის დასრულებისას მიიღებთ სერთიფიკატს

 მიღებული ცოდნა და სერთიფიკატი დაგეხმარებათ კარიერული ზრდისთვის

საცხოვრებელი

სკოლა გთავაზობთ განთავსებას ბრიტანულ მასპინძელ ოჯახში ან კეთილმოწყობილ სტუდენტურ რეზიდენციაში დამატებითი სერვისის სახით. თქვენ შეგიძლიათ თქვენზე მორგებული საცხოვრებელი შეარჩიოთ სასურველი პირობებით.

სწავლის საფასური

1 კვირის ღირებულება 600 £-დან

სარეგისტრაციო ფორმა

ამ ფორმის შევსების შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.