




ლოკაცია : აშშ
ასაკი : +17
პროგრამა : უმაღლესი განათლება
ფასი : From – 40,000$
ათწლეულების წინ, სანამ ქალები ამერიკაში ხმის მიცემის უფლებას მოიპოვებდნენ, ბოსტონელ ბიზნესმენ ჯონ სიმონსს ჰქონდა რევოლუციური იდეა – ქალებს დამოუკიდებელი საარსებო წყაროს გამომუშავების და თავიანთი ცხოვრების წარმართვის შესაძლებლობა ჰქონოდათ. სწორედ ამ სულისკვეთების დამსახურებით სიმონსის უნივერსიტეტმა 1914 წელს გამოუშვა პირველი აფრო-ამერიკელი კურსდამთავრებული და სიმონსი აქცია ერთადერთ კერძო კოლეჯად, რომელმაც დაუშნა ებრაელი სტუდენტების მიღება 1900-აინი წლების პირველ ნახევარში.
1899 წლიდან სიმონსში ბაკალავრიატის დონეზე ისწავლებოდა Liberal Arts.
დღეს სიმონსი მოიცავს პროგრამებს ჯანდაცვის მეცნიერებებში. განათლებაში, Liberal Arts-ში, საინფორმაციო მეცნიერებებში, მენეჯმენტსა და სოციალურ საქმიანობაში.
სიმონსი მუდმივად იკავებს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსს თავის კატეგორიაში US News & World Report-ში, Princeton Review-სა და Forbes-ში.
რატომ Simmons University?
50% დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა
3 წლიანი პროგრამის დასრულების შემდგომ კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა
N3 უნივერსიტეტი ბოსტონში
N6 ქალთა უნივერსიტეტი ამერიკაში
სპეციალობები რომელიც შეგიძლიათ Simmons University კამპუსში შეისწავლოთ
ბიზნეს ადმინისტრირება და მენეჯმენტი
ჯანდაცვა
ინფორმაციული მეცნიერებები
საექთნო
ფიზიკური თერაპია
საზოგადოებრივი ჯანდაცვა
ბუღალტერია
კომუნიკაციები
გრაფიკული დიზაინი
ჟურნალისტიკა
კომპიუტერული მეცნიერები
მონაცემთა ანალიზი
მარკეტინგი და მედია
ფინანსები


საცხოვრებელი
განთავსება კეთილმოწყობილ 1 ან 2 კაციან აპარტამენტში კამპუსის ტერიტორიაზე. პირველი წელი სავალდებულია კამპუსში ცხოვრება. მეორე წლიდან შეგიძლიათ შეიცვალოთ საცხოვრებელი.

სწავლის გადასახადი
1 წლის ღირებულება – 40,000$-დან
სარეგისტრაციო ფორმა
ამ ფორმის შევსების შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.