Simmons University

ლოკაცია : აშშ

ასაკი : +17

პროგრამა : უმაღლესი განათლება

ფასი : From – 40,000$

ათწლეულების წინ, სანამ ქალები ამერიკაში ხმის მიცემის უფლებას მოიპოვებდნენ, ბოსტონელ ბიზნესმენ ჯონ სიმონსს ჰქონდა რევოლუციური იდეა – ქალებს დამოუკიდებელი საარსებო წყაროს გამომუშავების და თავიანთი ცხოვრების წარმართვის შესაძლებლობა ჰქონოდათ. სწორედ ამ სულისკვეთების დამსახურებით სიმონსის უნივერსიტეტმა 1914 წელს გამოუშვა პირველი აფრო-ამერიკელი კურსდამთავრებული და სიმონსი აქცია ერთადერთ კერძო კოლეჯად, რომელმაც დაუშნა ებრაელი სტუდენტების მიღება 1900-აინი წლების პირველ ნახევარში.

1899 წლიდან სიმონსში ბაკალავრიატის დონეზე ისწავლებოდა Liberal Arts.

დღეს სიმონსი მოიცავს პროგრამებს ჯანდაცვის მეცნიერებებში. განათლებაში, Liberal Arts-ში, საინფორმაციო მეცნიერებებში, მენეჯმენტსა და სოციალურ საქმიანობაში.

სიმონსი მუდმივად იკავებს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსს თავის კატეგორიაში US News & World Report-ში, Princeton Review-სა და Forbes-ში.

 

რატომ Simmons University?

 50% დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა

 3 წლიანი პროგრამის დასრულების შემდგომ კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა

 N3 უნივერსიტეტი ბოსტონში

 N6 ქალთა უნივერსიტეტი ამერიკაში

სპეციალობები რომელიც შეგიძლიათ Simmons University კამპუსში შეისწავლოთ

  •   ბიზნეს ადმინისტრირება და მენეჯმენტი
  •   ჯანდაცვა
  •   ინფორმაციული მეცნიერებები
  •   საექთნო
  •   ფიზიკური თერაპია
  •   საზოგადოებრივი ჯანდაცვა
  •   ბუღალტერია
  •   კომუნიკაციები
  •   გრაფიკული დიზაინი
  •   ჟურნალისტიკა
  •   კომპიუტერული მეცნიერები
  •   მონაცემთა ანალიზი
  •   მარკეტინგი და მედია
  •   ფინანსები

საცხოვრებელი

განთავსება კეთილმოწყობილ 1 ან 2 კაციან აპარტამენტში კამპუსის ტერიტორიაზე. პირველი წელი სავალდებულია კამპუსში ცხოვრება. მეორე წლიდან შეგიძლიათ შეიცვალოთ საცხოვრებელი.

სწავლის გადასახადი

1 წლის ღირებულება – 40,000$-დან

სარეგისტრაციო ფორმა

ამ ფორმის შევსების შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.