Washington Academy Dual Diploma

ლოკაცია : ონლაინ

ასაკი : +15

პროგრამა : სასკოლო განათლება

ფასი : From 7400$

ექსკლუზიური ონლაინ სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ამერიკის სკოლის დიპლომი საქართველოში სწავლის შეწყვეტის გარეშე.

პროგრამის დასრულების შემდეგ, მოსწავლეს ერთდროულად ექნება ორი დოკუმენტი – საქართველოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სერთიფიკატი + ამერიკის კერძო სკოლის დიპლომი ვაშინგტონის აკადემიაში, მეინი, აშშ.

სკოლა დაარსდა 1792 წელს და არის ამერიკის ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულება მდიდარი ისტორიითა და შესანიშნავი მდებარეობით (Maine State), რომელიც ქმნის საგანმანათლებლო პროგრამებს ამერიკელი და უცხოელი მოსწავლეებისათვის.

განსაკუთრებით საინტერესოა კურსდამთავრებულების შედეგები – სკოლის მოსწავლეების დაახლოებით 92%, რომლებმაც განათლება მიიღეს ვაშინგტონის აკადემიაში, ჩააბარეს პრესტიჟულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მოსწავლე აგრძელებს განათლების მიღებას საქართველოში ჩვეული გრაფიკის შესაბამისად, ყველა შესწავლილი საგანი შეფასდება და ავტომატურად აღიარდება ამერიკული სკოლის მიერ.მოსწავლე ონლაინ შეისწავლის მხოლოდ იმ საგნებს, რომლებიც არ ისწავლება მის სკოლაში.

კურსის დასრულებისა  და ამერიკული სკოლის დიპლომის მიღების შემდეგ, მოსწავლეს შეეძლება არა მხოლოდ აშშ – ში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში (დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალია, ესპანეთი, ნიდერლანდები და ა.შ.)  ნებისმიერ უნივერსიტეტში ჩაბარება.

რატომ Washington Academy Dual Diploma?

 ამერიკული დიპლომის მოპოვება

 ინგლისური ენის გაუმჯობესება

 ამერიკული განათლების მიღება

 უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით

სწავლის გადასახადი

პროგრამის ღირებულება 7400$-დან.

სარეგისტრაციო ფორმა

ამ ფორმის შევსების შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.