HOSPITALITY INTERNSHIP პროგრამის შესახებ
Global Internship არის პროფესიული გაცვლითი პროგრამა, რომელიც გულისხმობს 1 წელი აშშ-ის წამყვან სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებას. ის ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და მონაწილეებს აძლევს საშუალებას 6 და/ან 12 თვით დასაქმდნენ ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: შეფი, კონდიტერი, სასტურმოს მომსახურე პერსონალი (მათ შორის F&B, Front Office, Rooms და სხვა დეპარტამენტებში). პროგრამა ითვალისწინებს, როგორც საათობრივ ანაზღაურებას, ასევე ორიენტირებულია მონაწილის პროფესიულ განვითარებაზე და მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას. კომპანია Staracademy ოფიციალურად თანამშრომლობს სპონსორ ორგანიზაციასთან INTRAX-თან, რომელიც არის აკადემიური და კულტურული გაცვლითი პროგრამების კომპანია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ორგანიზაციებს ანიჭებს მსგავსი პროგრამების ადმინისტრირების უფლებამოსილებას, რომელშიც მონაწილეობისთვის გაიცემა J-1 კატეგორიის ვიზა. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იღებენ სპონსორი ორგანიზაციის მხარდაჭერას, რომლის გარეშეც პროგრამაში მონაწილეობა შეუძლებელია. მისი ძირითადი მოვალეობაა დაუმზადოს მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტები, შეამოწმოს და დაადასტუროს დასაქმება, უზრუნველყოს სამედიცინო დაზღვევა და აშშ-ს ტერიტორიაზე გაუწიოს საინფორმაციო მხარდაჭერა 24 საათის განმავლობაში.

- ასაკის ზღვარი – მინიმუმ 18 წლის;
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ Upper-Intermediate დონეზე (B2 – C1).
- გქონდეთ განათლება და/ან სამუშაო გამოცდილება მასპინძლობის სფეროში. კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეთ ქვემოთ მოცემული პირობებიდან ერთ-ერთს მაინც:
- იყოთ უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტი (მინ.2 სემესტრი) ბიზნესის, მენეჯმენტის, ტურიზმის ან მასპინძლობის მიმართულებით;
- გქონდეთ უნივერსიტეტის დიპლომი შესაბამის დარგში და 1 წლიანი პროფესიული გამოცდილება სასტუმროსა და/ან რესტორანში;
- თუ განათლება სხვა დარგში გაქვთ მიღებული, მაშინ გქონდეთ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტუმროსა და რესტორნის სფეროში.

- გაატარებთ 12 თვეს აშშ-ში;
- მიიღებთ პროფესიულ საერთაშორისო გამოცდილებას ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში;
- გაიუმჯობესებთ ინგლისური ენის დონეს;
- გექნებათ საათობრივი ანაზღაურება, საშუალოდ 10-25$ -ის ფარგლებში;
- მიიღებთ დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილებას;
- იმოგზაურებთ ამერიკაში.
სარეგისტრაციო ფორმის შევსება
ონლაინ პრეზენტაციაზე დასწრება
ინგლისური ენის დონისა და პროფესიული კვალიფიკაციის წინასწარი შემოწმება
კომპანია სტარაკადემი-სთან კონტრაქტის დადება და სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა
განაცხადის გაკეთება სასურველ ვაკანსიებზე
აპლიკაციის შევსება სპონსორი ორგანაციის პორტალში
პროგრამის ძირითადი ღირებულების გადახდა
სასურველ პოზიციაზე დასაქმება
აშშ საელჩოს აპლიკაციის შევსება (DS-160)
სავიზო გასაუბრება აშშ-ს საელჩოში
ავიაბილეთის შეძენა
დაუვიწყარი მოგზაურობა ამერიკაში!
სარეგისტრაციო ფორმა
ამ ფორმის შევსების შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.
სამუშაო ლოკაციები
HOSPITALITY INTERNSHIP პროგრამის ფარგლებში დასაქმება შესაძლებელია აშშ-ის წამყვან სასტუმროებსა და რესტორნებში ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: შეფი, კონდიტერი, სასტურმოს მომსახურე პერსონალი (მათ შორის F&B, Front Office, Rooms და სხვა დეპარტამენტებში). პროგრამაში ჩართული დამსაქმებელი კომპანიები წარმოადგენს, როგორც საერთაშორისო ქსელურ, ასევე ადგილობრივ სასტუმრობს, მათ შორის Marriott, Hilton, Hyatt, Sheraton, Biltmore და ა.შ.

რესტორნები

სასტუმროები
ამერიკაში ყოფნისას

საცხოვრებელი
დამსაქმებელი კომპანიების უმეტესობა საწყის ეტაპზე საშუალოდ 2 კვირა სასტუმროშივე უზრუნველყოფს მონაწილის განთავსებას. ამის შემდეგ, კომპანიის HR ეხმარება აპლიკანტს მოიძიოს საცხოვრებელი სხვა სტაჟიორებთან ერთად, რომლის თანხის დაფარვასაც შეძლებს თავისი ანაზღაურების გათვალისწინებთ. ზოგიერთ შემთხვევაში, კომპანია თავიდანვე უზრუნველყოფს შეღავათიან საცხოვრებელს ანაზღაურებიდან ფიქსირებული თანხის დაკავების სანაცვლოდ (450-650$).

კვება
კვების საკითხი ინდივიდუალურია და უნდა უზრუნველყოს თავად მონაწილემ.

შემოსავალი
ანაზღაურება განსხვავდება ლოკაციის, კომპანიის, პოზიციისა და გამოცდილების მიხედვით. საათობრივი ანაზღაურება მერყეობს 9-დან 25 დოლარამდე. ამასთანავე, კომპანიების მიხედვით არსებობს დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებებიც:
1. მომსახურების ანაზღაურება (Tips)
2. ბონუსები
3. დამატებითი საათების ანაზღაურება (32+ საათი)
STARACADEMY-ის მომსახურება
700 GEL
კონტრაქტის გაფორმებიდან 3 დღის ვადაში
პროგრამის საფასური
$ 3800
(+ 2 ნაწილიანი გრაფიკით გადახდის შესაძლებლობა)
გადახდა 1 – $ 1000
გადახდა 2 – $ 2800
სავიზო მოსაკრებელი
$ 185
პროგრამის პროცესში, ამერიკიდან საბუთების მიღების შემდეგ
ბილეთების საფასური
$ ცვალებადი
მონაწილე იძენს ორმხრივ ბილეთებს სავიზო გასაუბრების დადებითი პასუხის შემთხვევაში. ფასი დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე, შტატსა და შეძენის პერიოდზე.